Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 22.04.16

■ ZENKER BROTHERS
■ ANDREA LIVE
■ HVL

ZENKER BROTHERS: მიუნხენელი Dario და Marco Zenker-ების ტექნო დუო, ელექტრონული მუსიკის სცენაზე, დღესდღეისობით ყველაზე წარმატებული და გამორჩეული არტისტების სიაშია.
დამაიმედებელი და შთამბეჭდავი სოლო კარიერის და სტუდიური ჩანაწერების პარალელურად, 2006 წელს, მათ ლეიბლი Ilian tape დააარსეს, ლეიბლმა მალევე ჩამოაყალიბა საკუთარი ჟღერადობა, რომლის მთავარი კონცეფციაც იმაში მდგომარეობს, რომ სუფთა, იდეალურ ჩანაწერებზე მნიშვნელოვანი მუსიკაში ადამიანის ემოციების ფაქტორია. Ilian tape-ზე ისეთი არტისტები გამოიცემიან, როგორიც არის: Jonas kopp, Skee Mask, Andrea, Stenny და ა.შ
2015 წელს Ilian tape -ზე მათი პირველი ალბომი Immersion გამოვიდა. Immersion მძიმე, ატმოსფერული და Zenker-ბისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა.
Zenker brothers-ის შემოქმედებაში კარგად იკითხება ერთდროულად დეტროიტ ტექნოს, ჰაუსის, დაბის და ჰიპ-ჰოპის გავლენა.

ANDREA: ტურინელი პროდიუსერი და DJ, ცნობილი ლეიბლის Ilian tape-ის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლი და აღმოჩენა. მისი დებიუტი Ilian tape-ზე 2012 წელს შედგა EP-ით Zero, რომელშიც შეხვდებით როგორც 90-ბის ბრეიქბითის და IDM-ის გავლენებს, ასევე თანამედროვე ჰაუსის და ტექნოს ჟღერადობას. ANDREA-ს ტრეკები და სეტები გამორჩეულია ერთდროულად როგორც მძიმე, პოსტ-ინდუსტრიული საუნდით, ასევე ემოციური, აბსტრაქტული მელოდიურობით.

HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო “წლის ელექტრონავტი” მიიღო.


Promo Links

Please Login to buy tickets