Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 22.07.16

BASSIANI / SEASON CLOSING: ABDULLA RASHIM LIVE | ANSWER CODE REQUEST | ANTIGONE | ZITTO|  


ABDULLA RASHIM: შვედი პროდიუსერი და DJ. ლეიბლების ABDULLA RASHIM RECORDS და NORTHERN ELECTRONICS-ის დამაარსებელი. სადებიუტო EP-ი 2011 წელს გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების მხრიდან აღიარება მოუტანა. განსაკუთრებული ყურადღება მისმა სადებიუტო ალბომმა UNANIMITY- მ დაიმსახურა რომელიც 2014 წელს, NORTHERN ELECTRONICS – ზე გამოვიდა, წარმატებულია მისი ბოლო ალბომიც SHELL OF SPEED. RASHIM-ის ტრეკები და სეტები გამოირჩევა ცივი, მძიმე, ატმოსფერული ჟღერადობით. აღსანიშნავია მისი კოლაბორაციები: ULWHEDNAR (ABDULLA RASHIM, VARG), SARS & AR (SARS, BDULLA RASHIM) და ა.შ. ABDULLA RASHIM-ის შემოქმედების ერთ-ერთ განსაკუთრებულ ხაზს მისი ლაივ შესრულება წარმოადგენს , რომელიც ერთდროულად მძიმე, რიტმული, მელანქოლიური, იდუმალი და კონცეპტუალურია.


ANSWER CODE REQUST: იგივე PATRICK GRASER ბერლინელი დიჯეი და პროდიუსერი. კლუბ BERGHAIN-ის რეზიდენტი და ლეიბლ MDR-ის ოჯახის წევრი. მისი სადებიუტო რელიზი SUBWAY INTO, 2011 წელს გამოვიდა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა სხვადასხვა გამოცემებში. თუმცა განსაკუთრებთ აღსანიშნავია მისი 2014 წელს, OSTGUT TON-ზე გამოსული ალბომი СODE, რომელმაც ის MDR-ის და O-TON ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული არტისტად აქცია. ალბომი მძიმე და მელანქოლიური ემბიენტ ტექნოს ჟღერადობით და ძლიერი ბასით გამოირჩევა.


ANTIGONE: პარიზელი DJ და პროდიუსერი, რომელმაც საკმაოდ ახალგაზრდამ დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ფრანგულ ტექნო სცენაზე. მისი დებიუტი ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კლუბში – CONCRETE შედგა, რის შემდეგაც მისი პოპულარობა მზარდი პროგრესით ვითარდება. რაც შეეხება ფროდაქშენს, მის სახელზეა 7 სოლო EP. , 2015 წელს, 7 ტრეკისგან შემდგარი მინი ალბომი ცნობილ ბელგიურ ლეიბლზე – TOKEN გამოიცა, რაც მის კარიერაში ყველაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.


Promo Links

23:00 - 02:00 ZITTO
02:00 - 03:00 ABDULLA RASHIM LIVE
03:00 - 05:00 ANTIGONE
05:00 - END ANSWER CODE REQUEST