Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 22.11.16

BASSlANl: DVS1 | ZITTO


22 ნოემბერს, ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა – DVS1, ევროპული ტურის HUSH 20 ფარგლებში, BASSIANI-ს მსმენელის წინაშე წარსდგება, რომელიც მის ოცწლიან მოღვაწეობას ეძღვნება. როგორც ZAK KHUTORETSKY ამბობს: HUSH ყველაფრია, რაც 1996 წლიდან შეუქმნია.


DVS1: იგივე ZAK KHUTORETSKY, ამერიკაში მოღვაწე DJ და პროდიუსერი, ტექნო სცენის გამორჩეული წარმომადგენელი, კლუბ BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი და ლეიბლის HUSH / MISTRESS RECORDINGS-ის დამაარსებელი. მისი კარიერის დასაწყისი მშობლიური პეტერბურგიდან აშშ-ში გადასვლას უკავშირდება. ადრეული წლებიდან აქტიურად იყო ჩართული 90’ წლების რეივ კულტურის განვითარებაში, 18 წლიდან აწყობდა ანდერგრაუნდ ფართების სერიებს ნიუ-იორკსა და მინეაპოლისში. მრავალმხრივი ტალანტის, გამორჩეული საშემსრულებლო ტექნიკის და ენერგიის გამო, ძალიან მალე მოიპოვა აღიარება. 2009 წელს, BEN KLOCK-ის დაარსებულ ლეიბლ KLOCKWORKS-ზე DVS1-ის პირველი ჩანაწერი გამოიცა, ამავე ლეიბლს ეკუთვნის მისი ყველაზე წარმატებული რელიზი BLACK RUSSIAN. 2011 წელს საკუთარი ლეიბლი HUSH დააარსა, რომელზეც სამი EP-ი აქვს გამოცემული: ENVOLVE/SUBMERGE, LOST MYSELF და DISTRESS. HUSH-ის სუბლეიბლ MISTRESS RECORDINGS-ზე კი გამოიცემიან: LAPIEN, LUKE SLATER, BJARKI, VAKULA, BORROWED IDENTITY და ა.შ.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.


 


Promo Links

Please Login to buy tickets