Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 23.06.17

BASSIANI / HOROOM: STEVE BICKNELL | ZITTO | ZESKNEL LIVE | MALL GRAB | WILLOW

STEVE BICKNELL: ლონდონელი DJ და პროდიუსერი, ტექნოს პიონერი, რომელმაც 90′ წლების ბრიტანული საკლუბო სცენის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. Sheree Rashid-თან ერთად Bicknell არის ლეგენდარული LOST-ის ღამეების სერიის სულისჩამდგმელი ,რომელიც 25 წლის განმავლობაში ახალი თაობებისთვის უდიდეს სტიმულსა და ინსპირაციას წარმოადგენდა და სადაც სხვადასხვა დროს Jeff Mills, Richie Hawtin, Basic Channel, Robert Hood, Juan Atkins, Derrick May, Laurent Garnier, Dan Curtin და Daniel Bell უკრავდნენ. 1993 წელს Bicknell-მა Rashid-თან ერთად ლეიბლი Cosmic დააარსა, რომელზეც ჩანაწერებს მასთან ერთად Robert Hood, Juan Atkins, DJ Rush, Tyree Cooper და Mark Broom გამოსცემდნენ. Steve Bicknell-ის ტრეკებს და რემიქსებს ასევე შეხვდებით ლეიბლებზე: Tresor, Blueprint, Infrastructure New York, Novamute, Mote-Evolver.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც DJ-ის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადად ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. DJ-ინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, DJ-ისთვის ბუნებრივია, ჰქონდეს კონკრეტული იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როდესაც მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი DJ გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის DJ-ის ტიტულიც მოიპოვა.


ZESKNEL: ბერლინში მოღვაწე ქართველი პროდიუსერის ზუკა ბაბუნაშვილის პროექტი. მის მუსიკალურ ორიენტაციას იდეალურად ასახავს Zesknel-ის სახელის ქვეშ გამოშვებული სადებიუტო EP სახელად – RGOLI, რომელიც ქართული ფოლკლორისა და ტექნოს სინთეზს წარმოადგენს. ZESKNEL, როგორც ლაივ შემსრულებელი ძირითადად ტექნოზე ორიენტირდება, თუმცა მისი მუსიკა არასდროს ექცევა, რომელიმე მუსიკალური მიმართულების ჩარჩოში. ZESKNEL-ის სახელით ზუკა VRIL-თან, Voiski-სთან და HVL-თან ერთად BASSIANI Records-ის პირველი რელიზის BAS001-ის ნაწილიცაა.


WILLOW: იგივე Sophie Wilson, ბრიტანელი პროდიუსერი და DJ, რომლის შემოქმედებაც ჰაუს ჟღერადობით გამორჩევა. არის ცნობილი ფართების სერიის 808-ს რეზიდენტი. Willow-ს მუსიკალური დებიუტი 2015 წელს შედგა, როდესაც მისი ტრეკი Feel Me გერმანული ლეიბლის WORKSHOP-ის საკმაოდ წარმატებულ კომპილაციაში შევიდა.Wilson-ის კომპოზიციამ დადებითი გამოხმაურება მოიპოვა, Move D-ს Fabric MIX-ში გაიჟღერა და Resident Advisor-ის წლის ტრეკების ჩამონათვალში 6-ე ადგილი დაიკავა. 2016 წელს კი Workshop Records-ზე არტისტის პირველი სოლო ჩანაწერი გამოვიდა, რომელმაც ავტორს კიდევ ერთი აღიარება მოუტანა.


MALL GRAB: იგივე Jordon Alexander , ახალგაზრდა ავსტრალიელი Lo-Fi / House ჟღერადობაზე ორიენტირებული DJ და პროდიუსერია, რომელმაც ძალიან მცირე დროში მოახერხა ელექტრონული მუსიკის სამყაროს ალაპარაკება. 2 წლის განმავლობაში მისი ჩანაწერები გამოიცა ლეიბლებზე: 1080P, Unknown To The Unknown, Church, Hot House Recs. როგორც ამბობს პირველი მუსიკალური გავლენა მასზე The Cure, The Clash და Talking Heads-მა მოახდინეს, მისი შემოქმედება კი ემოციებზე და ნოსტალგიაზეა დაფუძნებული.


Promo Links

BASSIANI
00:00 - 03:00 ZITTO
03:00 - 04:00 ZESKNEL LIVE
04:00 - END STEVE BICKNELL
01:00 - 04:00 WILLOW
04:00 - END MALL GRAB