Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 23.07.16

BASSIANI / SEASON CLOSING: ATEQ | CASSEGRAIN| FABRIZIO LAPIANA | HVL | 


ATEQ: გერმანელი პროდიუსერი და DJ, ვაიმარში დაფუძნებული ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ლეიბლის GIEGLING წევრი და თანადამაარსებელი. ATEQ-ის დისკოგრაფია 2011 წელს, GIEGLING-ზე გამოსული RES EP-ით იწყება. ამ ლეიბლს ეკუთვნის მისი მომდევნო რელიზებიც. ATEQ-ის ტრეკები და სეტები პირდაპირ დაკავშირებულია GIEGLING-ის კოლექტივის გამორჩეული და დასამახსოვრებელი საუნდის ჩამოყალიბებასთან. ATEQ-ის ჟღერადობა მელანქოლიურია და წარმოადგენს დაბის, მინიმალ ტექნოს და ჰაუსის სინთეზს.


CASSEGRAIN: ALEX TSIRIDIS და HÜSEYIN EVIRGEN-ის ბრიტანულ/ბერძნული და გერმანულ/ავსტრიული ტექნო დუეტი, რომელიც 2008 წელს, RED BULL MUSIC ACADEMY-ში მათი შეხვედრის შემდეგ შეიქმნა. СASSEGRAIN-ის მძიმე და ექსპერიმენტულ ჟღერადობაზე დიდი გავლენა მოახდინა დუეტის წევრების განსხვავებულმა მუსიკალურმა ბექგრაუნდმა. HÜSEYIN EVIRGEN-ს კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული, ALEX TSIRIDIS კი თვითნასწავილი პროდიუსერია. ხუთი წლის განმავლობაში СASSEGRAIN-ს გამოშვებული აქვს ერთი ალბომი და 10-ზე მეტი EP, ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: PROLOGUE, M_REC LTD, KILLEKILL, INFRASTRUCTURE NEW YORK და ა.შ 2014 წელს PROLOGUE-ზე СASSEGRAIN-ის სადებიუტო ალბომი CENTRES OF DISTRACTION გამოვიდა რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აღასანიშნავია მათი კოლაბორაცია კალიფორნიელ DJ და პროდიუსერ TIN MAN-თან. 2016 წელს დუეტმა საკუთარი ლეიბლი ACRING SEAS დააარსა.


FABRIZIO LAPIANA: პროდიუსერი და DJ, იტალიური ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამეორჩეული ფიგურა, ლეიბლ ATTIC MUSIC-ის დამფუძნებელი. DJ-ის კარიერა 1994 წელს დაიწყო, 90-ბის დეტროიტის და რომის ჟღერადობების გავლენით. მისი სეტები ყოველთვის გამორჩეულია ახალი და ძველი ჩანაწერების სინთეზით და ღრმა, რთული აგებულების, მძიმე და მელოდიური ჟღერადობა ახასიათებს.


HVL: BASSIANI /HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 02:00 HVL
02:00 - 03:00 ATEQ LIVE
03:00 - 04:00 CASSEGRAIN LIVE
04: 00 - END FABRIZIO LAPIANA