Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 23.09.16

BASSIANI / IMF NIGHT:  MARCEL FENGLER | THOMAS HESSLER


IMF: იგივე INDEX MARCEL FENGLER, ბერლინური ტექნო ლეიბლია, რომელიც 2011 წელს, MARCEL FENGLER-მა დააარსა. ლეიბლის კონცეფციას ახალი ტალანტების აღმოჩენა და საინტერესო კოლაბორაციების ხელშეწყობა წარმოადგენს. IMF-ზე ისეთი არტისტების ჩანაწერები გამოიცემა როგორიც არის: MARCEL FENGLER, THOMAS HESSLER, VRIL, ECHOPLEX, SOMEWHEN, ZENKER BROTHERS.


MARCEL FENGLER: გერმანელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლ IMF-ის დამაარსებელი. 2005 წლიდან არის კლუბ BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი. ელექტრონული მუსკის გამოცემები მას ერთ-ერთ საუკეთესო, უნიკალურ და მრავალმხრივ ტექნო არტისტად მოიხსენიებენ. MARCEL FENGLER-ის მშობლიურ ლეიბლს OSTGUT TON-ი წარმოადგენს. 2007 წელს, სწორედ O-TON-ზე გამოსცა პირველი ჩანაწერი PLAYGROUND / EARLY GLOW EP, ასევე სადებიუტო ალბომი FOCUS (2013), რომელიც ჰიპნოტური, მელოდიური და ემოციური ტრეკებით გამოირჩევა. ასევე აღსანიშნავია FENGLER-ის რელიზები LUKE SLATER (OFFICIAL)-ის ლებლზე MOTE-EVOLVER. 2016 წელს IMF-ზე გამოსულმა მისმა ახალმა EP-მა KYU, დადებითი შეფასება დაიმსახურა. MARCEL FENGLER-ის სეტებში ხშირად შეხვდებით ექსპერიმენტებს, სპონტანურ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, განსხვავებული ჟანრების და სტილის ერთობლიობას.


THOMAS HESSLER: გერმანელი DJ და პროდიუსერი. პირველი EP-ი LOST, 2011 წელს გამოუშვა, ხოლო 2014-ში, მისმა დებიუტმა ლეიბლზე IMF , რელიზით PERCEPTION EP , დიდი წარმატება მოუტანა ტექნო სცენაზე. აღსაიშნავია მისი ტრეკი THE ESCAPER IMF-ის კომპილაციიდან , რომელსაც RESIDENT ADVISOR-მა “ფსიქოდელიურად ეპიკური” უწოდა. დეტროიტის და ბერლინის ჟღერადობების გავლენა HESSLER-ის მძიმე, ენერგიულ, ატმოსფერულ ტექნოსთან უფრო მეტ ექსპერიმემტალურ განვითარებას იძენს.


 


Promo Links

Please Login to buy tickets