Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 23.12.16

BASSIANI / HOROOM: SHDW & OBSCURE SHAPE | ZITTO | ZURKIN B2B KANCHELI


SHDW & OBSCURE SHAPE: შტუტგარტელი Marco Bläsi-ის და Luigi Urban-ის ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ტექნო კოლაბორაცია. 2014 წელს ფართების სერია From Another Mind დააარსეს, იმ მიზნით, რომ მშობლიური ქალაქისთვის მათი რჩეული არტისტები გაეცნოთ. სულ მალე From Another Mind-ს ლეიბლი დაემატა, რომელსაც დუოს სამივე ჩანაწერი ეკუთვნის: სადებიუტო – Nachtblende, Wenn Die Masken Fallen და Die Weiße Rose, რომელიც 2016 წელს გამოიცა. SHDW & Obscure Shape-ს ტრეკები ყოველთვის ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ჟღერადობაზეა ორიენტირებული.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებიით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი პროდუქციის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეების დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.


KANCHELI: გიორგი ყანჩელი, ერთ-ერთი გამორჩეული DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს ახალი რეზიდენტი. მისი სეტები მძიმე ატმოსფერული ტექნო ჟღერადობითა და მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება.


ZURKIN: ქართველი DJ, ვინილების მაღაზიის და ლეიბლის Vodkast Records-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.


Promo Links

Please Login to buy tickets