Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 24.03.17

BASSIANI / HOROOM: HESSLE AUDIO NIGHT | BEN UFO | PEARSON SOUND | PANGAEA DANIEL BELL | KVANCHI |


HESSLE AUDIO: 2007 წელს PEARSON SOUND-მა, BEN UFO-მ და PANGAEA-მ რადიო SUB FM დაარსეს, რასაც შემდეგში გამორჩეული ლეიბლის HESSLE AUDIO-ს ჩამოყალიბება მოჰყვა. HESSLE AUDIO საკუთარი კონცეფციით, ხედვითა და ახალი მუსიკის აღმოჩენის სურვილით დაარსებიდან მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და UK BASS-ს, ტექნოსა და ჰაუსს შორის საზღვარი გაარღვია. ბრიტანულ ლეიბლზე სადებიუტო რელიზები BLAWAN-მა და JAMES BLAKE-მა გამოუშვეს. მფლობელების გარდა HESSLE AUDIO-ზე მუსიკას ისეთი პროდიუსერები უშვებენ, როგორებიც არიან COSMIN TRG, OBJEKT და UNTOLD. 24 მარტს კლუბში BASSIANI ლეიბლის დამაარსებლები HESSLE AUDIO-ს ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ტურის ფარგლებში დაუკრავენ.


BEN UFO: იგივე BEN THOMSON, როგორც RESIDENT ADVISOR წერს: “ბრიტანეთში განსაკუთრებულად რთულია მიაღწიო პოპულარობას ბექგრაუნდის და საკუთარი ფროდაქშენის გარეშე, თუმცა ბენ უფომ, როგორც საუკეთესო სელექტორმა, მაღალი რეპუტაციის მოპოვება მოახერხა.” მის სეტებში იგრძნობა ანდერგრაუნდ მუსიკის ღრმა ცოდნა. მისი ავტორიტეტი ხშირ შემთხვევაში დამწყები პროდიუსერების წარმატებას განსაზღვრავს. სწორედ BEN UFO-მ გააცნო პირველად მსმენელს ისეთი არტისტები, როგორებიც არიან თანამედროვე ბრიტანული სცენის მთავარი ფიგურები: BLAWAN და JOY ORBISON.


PEARSON SOUND: ბრიტანელი DJ და პროდიუსერის DAVID KENNEDY-ს ტექნო პროექტია, რომელსაც ასევე დაბ ჟღერადობის – RAMADANMAN და ჰაუს ჟღერადობის – MAURICE DONOVAN-ით იცნობენ. ის BEN UFO და PANGEA-სთან ერთად 2007 წლიდან უძღვება ლეიბლს HESSLE AUDIO, ასევე ფლობს საკუთარ იმპრინტს PEARSON SOUND, რომელზეც მხოლოდ მისი ჩანაწერები გამოდის. აღსანიშნავია მისი კოლაბორაცია ლეგენდარულ RADIOHEAD-თან, KENNEDY-მ იმუშავა ჯგუფის რემიქსზე და ასევე მათ საკონცერტო ტურში მიიღო მონაწილეობა. დღესდღეობით PEARSON SOUND ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნო არტისტია მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე.


PANGAEA: იგივე KEVIN MCAULEY, ბრიტანელი DJ და პროდიუსერი. არის ლეიბლის HESSLE AUDIO თანადამაარსებელი, სადაც სხვა გამორჩეულ რელიზებთან ერთად 2016 წელს სადებიუტო ალბომი IN DRUM PLAY გამოსცა. MCAULEY-ს ჩანაწერები ასევე გამოდის ლეიბლებზე HOTFLUSH RECORDINGS და HEMLOCK RECORDINGS. შექმნილი აქვს DEPECHE MODE-ს და JON HOPKINS-ის რემიქსები. PANGAEA-ს ჟღერადობა განსაკუთრებულია, მისი შემოქმედება დაბის, ბასის, UK GARAGE-ს და ტექნოს სინთეზს წარმოადგენს, რაც მის სეტებშიც საუკეთესოდ გამოიხატება.


DANIEL BELL: იგივე DBX, კალიფორნიაში დაბადებული და კანადაში გაზრდილი ლეგენდარული DJ და პროდიუსერი, რომელიც მოგვიანებით დეტროიტში გადავიდა და მსმენელს RICHIE HAWTIN-თან კოლაბორაციით – „CYBERSONIK” გაეცნო. 1991 წელს მან დაარსა ლეიბლი ACCELERATE ( სუბლეიბლი ELEVATE) . DANIEL BELL-ის პროდიუსინგზე ჩიკაგო ჰაუსმა, STEVE REICH-მა და PHILIP GLASS-მა იქონია გავლენა, თავად მისი მუსიკა კი მრავალი თაობისთვის გახდა შთაგონების წყარო. მისი რელიზები სხვადასხვა დროს გამოდიოდა ლეიბლებზე: PEACEFROG RECORDS, LOGISTIC RECORDS, TRESOR, მისივე დაარსებული 7TH CITY.


KVANCHI: თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI დიჯეი და პროდიუსერი, BASSIANI RECORDS-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.“ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც.” დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლის BASSIANI RECORDS მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.

 


Promo Links

BASSIANI
01:00 - END BEN UFO B2B PEARSON SOUND B2B PANGAEA
01:00 - 04:00 KVANCHI
04:00 - END DANIEL BELL