Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 24.06.16

BASSIANl: KANCHELI | BERIKA LIVE | NEWA | HAMATSUKI LlVE


KANCHELI: გიორგი ყანჩელი, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი DJ და პროდიუსერი. მისი სეტები მძიმე ატმოსფერული ტექნო ჟღერადობითა და მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება.


BERIKA: ქართველი პროდიუსერი და DJ, ირაკლი ბერიკაშვილის ტექნო პროექტია, რომელმაც მუსიკალური განათლება თბილისის კონსერვატორიაში, კლასიკური მუსიკის თეორიის მიმართულებით მიიღო. მას ასევე ეკუთვნის პროექტები BLACK DUB ODYSSEY და WIEDMAK. BERIKA-მ 2015 წლის ელექტრონავტზე მთავარი ჯილდო, “წლის ელექტრონავტი” მიიღო.


NEWA: ანა კუბლაშვილი, ქართველი პროდიუსერი და DJ. მისმა რელიზმა AC, 2013 წლის ელექტრონავტების დაჯილდოებაზე საუკეთესო EP-ის ნომინაციაში გაიმარჯვა.


HAMATSUKI: მამუკა ცხადაიას პროექტი, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ივენთების სერიის რეზიდენტი დიჯეია. მას მსმენელი პროექტ SLIME QUEST-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J. DILLA-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ SPRINKLES-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების SCISSOR AND THREAD და LOBSTER THEREMIN ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ – მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და LO-FI ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.


 

 


Promo Links

Please Login to buy tickets