Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 24.10.15

MAX_M TRIBUTE NIGHT

BASSIANI-სთვის Max_M გასაკუთრებული არტისტი იყო. მისი სეტები ყოველთვის ინდივიდუალური ხედვით გამოირჩეოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ 24 ოქტომბერს Max_M Tribute Night გაგვეკეთებინა, სადაც მისი ახლო მეგობრები, იტალიური ტექნო სცენის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები: Fabrizio Lapiana და Freddy K დაუკრავენ.

Fabrizio Lapiana: იტალიური ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამეორჩეული ფიგურა, ლეიბლ Attic Music-ის დამფუძნებელი. მისი, როგორც DJ-ის კარიერა 1994 წელს დაიწყო და მალევე მოიპოვა აღიარება რომაულ საკლუბო სივრცეში. ქართველი მსმენელი მას კარგად იცნობს BASSIANI-ის წინა სეზონიდან.

Freddy K: ბერლინში მოღვაწე იტალიელი ტექნო არტისტი. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა 90′ წლების იტალიური რეივ მოძრაობიდან. ამავე დეკადაში მას ქონდა საკუთარი რადიო შოუ და ვინილ შოპი სახელად “Virus”. 2010 წელს წამოიწყო ლეიბლი Max_M- თან პარტნიორობით, არტისტ მენეჯმენტ კომპანია და ვინილ შოპი. ბერლინში გადასვლის შემდეგ კი ხშირად გვხვდება კლუბ ტრეზორის და ბერგჰაინის ლაინაფებში ასევე არის რეზიდენტი ://about blank-ის ივენთების სერიის სახელად „Homopatik”


Promo Links

Please Login to buy tickets