Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 05.02.16

■ ABDULLA RASHIM
■ VARG LIVE
■ ROOKAS

NORTHERN ELECTRONICS: ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული ლეიბლი, რომელიც 2013 წელს შვედმა პროდიუსერმა ABDULLA RASHIM-მა სტოკჰოლმში დააარსა. ლეიბლის პირველი რელიზი VARG-ის MISANTROPEN იყო, რომელსაც გამოსვლისთანავე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
NORTHERN ELECTRONICS-მა სწრაფად მოახერხა შეექმნა ტექნოს სრულიად განსხვავებული ჟღერადობა და კონცეფცია. ლეიბლზე შეხვდებით როგორც მძიმე, ტრდიციულ ტექნოს, ასევე ექსპერიმენტული, მელანქოლიური ჟღერადობის მატარებელ მუსიკას.
NORTHERN ELECTRONICS-ის შოუქეისები დიდი წარმატებით სარგებლობს თანამედროვე ტექნო სცენაზე, რომელთა შორის აღსანიშნავია მათი BERLIN ATONAL-ზე წარმოდგენილი ლაივ შესრულება.
ერთნაირად საინტერესოა ლეიბლის არტისტების სოლო პროექტები და კოლაბორაციები: ULWHEDNAR (ABDULLA RASHIM, VARG), SARS & AR (FÖDD DÖD, ABDULLA RASHIM) და ა.შ.

VARG: იგივე JONAS RÖNNBERG, შვედი პროდიუსერი და მუსიკოსი. NORTHERN ELECTRONICS-ის ოჯახის ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი წევრი. მისი მძიმე, ექსპერიმენტული, ემბიენთ ტექნო დატვირთულია ისტორიული მოვლენებითა და პოსტმოდერნული კონცეფციებით.
აღსანიშნავია მისი პროექტები: D.Å.R.F.D.H.S., ULWHEDNAR, FÖDD DÖD.
RÖNNBERG-ის რელიზები გამოდის ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის: NORTHERN ELECTRONICS, FIELD RECORDS, OPAL TAPES, SEMANTICA, POSH ISOLATION.
2015 წელს VARG-ის პროექტით 4 სტუდიური ალბომი გამოუშვა, მათ შორის ორი, URSVIKEN და STORY OF K ლეიბლზე NORTHERN ELECTRONICS. ამავე წელს გამოუშვა 6 ალბომი სხვადასხვა ლეიბლებზე პროექტით D.Å.R.F.D.H.S.

ABDULLA RASHIM: შვედი პროდიუსერი და DJ. ლეიბლების ABDULLA RASHIM RECORDS და NORTHERN ELECTRONICS დამაარსებელი. სადებიუტო EP-ი 2011 წელს გამოუშვა და კრიტიკოსების მხრიდან აღიარება მოუტანა.. განსაკუთრებული ყურადღებმა მისმა სადებიუტო ალბომმა UNANIMITY- მ დაიმსახურა რომელიც 2014 წელს, NORTHERN ELECTRONICS – ზე გამოვიდა, წარმატებულია მისი ბოლო ალბომიც SHELL OF SPEED. მისი ტრეკები და სეტები გამოირჩევა ცივი, მძიმე, ატმოსფერული ჟღერადობით.

ROOKAS: ლიტველი DJ და პრომოუტერი. 2015 წელს გამოუშვა კომპილაცია, რომელიც NORTHERN ELECTRONICS-ის რელიზების მიქსს წარმოადგენს და წარმოაჩენს ლეიბლის ორ მხარეს: ექსპერიმენტულ / ემბიენთ და ტექნო / კლუბზე ორიენტირებულ ჟღერადობებს.


Promo Links

Please Login to buy tickets