Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 25.05.16

■ VRIL LIVE
■ VOISKI LIVE
■ HVL LIVE
■ ZESKNEL LIVE

BASSIANI RECORDS NIGHT ლეიბლის BASSIANI RECORDS დაარსებას ეძღვნება. სადებიუტო რელიზი BAS001 – 25 მაისს გამოიცემა, რომელიც მოიცავს ტრეკებს შემდეგი არტისტებისგან: HVL,VOISKI,VRIL,ZESKNEL. ამ ღამეს, კლუბში BASSIANI, მათ ლაივებს მოისმენთ.

VRIL: პროდიუსერი და DJ ჰანოვერიდან, ლეიბლ Giegling-ის წარმომადგენელი. მას შემდეგ, რაც 2010 წელს , ამ ლეიბლზე მისი პირველი EP-ი 1-4 გამოვიდა, ის დღევანდელობის ერთ-ერთ საინტერესო და გამორჩეულ ტექნო არტისტად მიიჩნევა. Giegling -ის გარდა, Vril-ის ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე როგორიც არის: Semantica, Delsin, Dystopian, Ostgut Ton, Phonica White და ა.შ. Vril-ის სადებიუტო ალბომი Torus 2014 წელს, მისი მშობლიური ლეიბლის სუბლეიბლზე Forum გამოვიდა და განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ავტორს. აღსანიშნავია ასევე მისი მეორე ალბომი Portal, რომელსაც მძიმე ატმოსფერული ჟღერადობა ახასიათებს. Vril ასევე ცნობილია სახელით Zum Golden Schwarm.

VOISKI: პროდიუსერი და DJ, მისი შემოქმედება მრავალფეროვანია და სხვადასხვა ექსპერიმენტს თუ მიმდინარეობებს აერთიანებს. ცნობილია კოლაბორაციული პროექტებით Duo Kartei, Vrilski ( Vril/Voiski), Tropical Agitation. მისი რელიზებს შეხვდებით ისეთი ლეიბლების კატალოგებში როგორიც არის: L.I.E.S, Russian Torrent Versions, Delsin, Construct Re-Form, Field Records, I/Y, Silicate Musique და ა.შ. Voiski-ს ტექნო გამორჩეულია მძიმე, ფუტურისტული და მელანქოლიური ჟღერადობით.

HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო “წლის ელექტრონავტი” მიიღო.

ZESKNEL: იგივე ზუკა ბაბუნაშვილი, ბრემენში მოღვაწე ქართველი პროდიუსერია. Abstract Division და Laurie Spiegel-ის გავლენით ელექტრონული მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ქართული ხალხური ფოლკლორის ესთეტიკის ელექტრონულ მუსიკაში გადატანა, გამოირჩევა ატმოსფერული და ქსპერიმენტული ჟღერადობით.


Promo Links

Please Login to buy tickets