Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 26.02.16

■ KOBOSIL
■ HVL

KOBOSIL: გერმანელი ტექნო DJ და პროდიუსერი Max Kobosil, Ostgut Ton-ის ოჯახის წევრი და კლუბ Berghain-ის რეზიდენტია.

პირველი ტრეკი, რომელმაც აღიარება მოუტანა იყო 2013 წელს გამოსული Barker & Baumaker -ის რემიქსი, რასაც მოჰყვა დამოუკიდებლად გამოცემული EP-ი RK3 და Ostgut-ის სუბლეიბლის(Unteron) ოთხ ტრეკიანი რელიზი.

მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2014 წლიდან იწყება, როდესაც Max-ი Ostgut Ton-ის და Marcel Dettmann Records-ის ერთ-ერთ წარმატებულ და იმედისმომცემ წარმომადგენლად ითვლება.

2016 წლის დასაწყისში O-ton-ზე გამოვიდა Kobosil-ის სადებიუტო ალბომი We Grow, You Decline , რომელიშიც კარგად არის გამოხატული არტისტის მუსიკალური არჩევანი და ჟღერადობა.

Kobosil-ის მუსიკა, რომელიც მძიმე ატმოსფერული და ემბიენთ ჟღერადობით ხასიათდება, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ბერლინის ტექნო სცენაზე. მის სეტებში, რომელიც ერთდროულად ემოციური და ექსპრესიულია, კლასიკურ ტექნოსთან ერთად ბევრი სიახლის მოსმენაც არის შესაძლებელი.

HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო “წლის ელექტრონავტი” მიიღო.


Promo Links

Please Login to buy tickets