BASSIANI: 26.03.16

RYAN ELLlOTT : დეტროიტელი DJ და პროდიუსერი Ryan Elliott-ის შემოქმედება ყველაზე მეტად მის მშობლიურ ქალაქს და ბერლინს უკავშირდება. ის Ostgut Ton-ის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და კლუბ Berghain-ის რეზიდენტია.
კარიერის ადრეულ ეტაპზე დეტროიტში მოღვაწეობდა, 2009 წელს კი ბერლინში გადავიდა, რომ მაქსიმალურად მოეხდინა ფოკუსირება დიჯეინგზე და საკუთარი ჟღერადობის ჩამოყალიბებაზე.
მისი სადებიუტო, ორ ტრეკიანი EP-ი: Rocksteady 2011 წელს, Ostgut Ton-ზე გამოიცა, რასაც მოჰყვა რელიზები ისეთ ლეიბლებზე, როგორიც არის: Spectral Sound, Bass Culture Records, Restoration Records.
Elliott-ის სეტები ყოველთვის განსხვავებული და დასამახსოვრებელია თავისი ბასზე ორიენტირებული საუნდით, მძიმე ტექნოს ჰაუსთან სინთეზით და სელექციით, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

HVL: გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის ლეიბლებზე: Rough House Rosie, Housewax Records, Voyager, Perpetual Rhythms. 2013 წელს HVL- მა ელექტრონავტების მთავარი ჯილდო “წლის ელექტრონავტი” მიიღო.

 


Promo Links

Please Login to buy tickets