Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 26.05.17

BASSIANI / HOROOM: MARCEL DETTMANN | KANCHELI | KVANCHI | MERCURRIO


MARCEL DETTMANN: გერმანელი პროდიუსერი და DJ, თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი და ცნობილი ლეიბლის Marcel Dettmann Records-ის დამაარსებელი. 1999 წლიდან კლუბ BERGHAIN-ის რეზიდენტი. მასზე დიდი გავლენა პოსტ-პანკმა (Depeche Mode, The Cure , Front 242) და ინდუსტრიულმა მუსიკამ მოახდინა. Marcel Dettmann-მა ელექტრონული მუსიკის საკუთარი კონცეფცია შექმნა, რისი საუკეთესო გამომხატველიც მისი ლეიბლი – MDR (Marcel Dettmann Records) გახდა, სადაც მისი კურატორობით ჩანაწერებს უშვებენ ისეთი არტისტები როგორებიც არიან: Answer Code Request, Kobosil, Anthony Parasole და ა.შ. Marcel Dettmann გამორჩეულია იმით, რომ ყოველთვის ეძებს ახალ გზებს შთაგონებისა და მომავალი განვითარებისთვის, მისი მუსიკა ინოვაციური და მრავალფეროვანია, მისი სეტები ემოციური მომენტებითა და მოულოდნელობებით არის სავსე.


KANCHELI: DJ და პროდიუსერი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, რომელიც ამავდროულად არის პროექტ Stare At Dj ერთ-ერთი ავტორი და არტისტული გაერთიანების, 11TH-ის წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება. მუსიკასთან მისი პროფესიული შეხება თბილისის ჟაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და როგორც თვითონ აცხადებს, მისი პირველი რელიზები მალე იხილავს დღის სინათლეს. „ისეთი კლუბის რეზიდენტად ყოფნა, როგორიც BASSIANI-ია, ადვილი არ არის. როდესაც მსმენელი პერიოდულად გისმენს, იგი შენგან ყოველთვის განსაკუთრებულს ელოდება. ასეთ დროს შენც ცდილობ, რომ ყოველი შენი სეტი განსხვავებული და განსაკუთრებული გახადო“ – გიორგის აზრით კლუბის რეზიდენტობას თავისი გამოწვევების პარალელურად ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში ეს მუდმივად ფორმაში ყოფნასა და არტისტული განვითარების შესაძლებლობის ქონაში გამოიხატება.


KVANCHI: DJ და პროდიუსერი, BASSIANI Records-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი.მუსიკით 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც კლასიკური როკის ჩანაწერების შეგროვება დაიწყო. თუმცა, წლების შემდეგ, ელექტრონული ჟღერადობის მქონე სხვადასხვა არტისტების გავლენით მისი მუსიკალური მიმართულება გარკვეულწილად შეიცვალა. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა.“ჩემთვის დიჯეინგი არის განსხვავებულ სიტუაციებში მუსიკის საშუალებით მსმენელისთვის სხვადასხვა ემოციების ისე გადაცემის უნარი, რომ გათვალისწინებული იყოს გარემოს სპეციფიკაც” – Kvanchi ამჟამად HOROOM-ის რეზიდენტია და როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისი აზრით რეზიდენტისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება, რათა მსმენელისთვის გარკვეული სიახლის შეთავაზება მუდმივად შეეძლოს. დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ BASSIANI Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.


MERCURRIO: ქართველი პროდიუსერი და DJ. მისი ჩანაწერები Lo-Fi House ჟღერადობით ხასიათდება, სეტები კი ჰაუს ელემენტებით გამოირჩევა.


Promo Links

BASSIANI
00:00 - 03:00 KANCHELI
03:00 - END MARCEL DETTMANN
HOROOM
00:00 - 03:00 MERCURRIO
03:00 -END KVANCHI