Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 26.11.16

BASSIANI: HELENA HAUFF | HVL


HELENA HAUFF: პროდიუსერი და DJ ჰამბურგიდან, რომელმაც ელექტრონული მუსიკის სცენაზე საკუთარი უნიკალური ჟღერადობით გაითქვა სახელი. მისი სეტებში, ინდუსტრიულ მუსიკის, ესიდ ჰაუსის, დეტროიტ ტექნოს, კრაუტროკის და სინთპოპის ექსპერიმენტული სინთეზი განსაკუთრებულად ემოციური და შთამბეჭდავია. აღსანიშნავია, HAUFF-ის სელექციის უნარი, ძველი, ნოსტალგური ჩანაწერებით შექმნას მომავლის ატმოსფერო. 2013 წელს ACTRESS-ის ლეიბლზე WERKDISCS (NINJA TUNE) სადებიუტო EP – ACTIO REACTIO გამოუშვა, რასაც მოყვა რელიზები PANZERKREUZ, HANDMADE BIRDS, PAN და BLACKEST EVER BLACK-ზე, მათ შორის ორი ალბომი DISCRET DESIRES და A TAPE. 2015 წელს საკუთარი ლეიბლი RETURN TO DISORDER დააარსა, რომლის მიზანსაც ტექნოსა და ფსიქოდელიური როკის გაერთიანება წარმოადგენს, პარალელურად არის დუო BLACK CITIES მეორე ნახევარი და კლუბ GOLDEN PUDEL-ის რეზიდენტი.


HVL: BASSIANI /HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.

 

 

 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 HVL
03:00 - END HELENA HAUFF