Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 27.01.17

BASSIANI / HOROOM:  ANCIENT METHODS | KANCHELI | OLIVER HAFENBAUER | HVL


ANCIENT METHODS: გამორჩეული ინდუსტრიული ტექნო პროექტი 2007 წელს შეიქმნა და ერთ-ერთი წევრის СONRAD PORTZMANN-ის წასვლის შემდეგ კლუბ TRESOR.BERLIN (OFFICIAL)-ის რეზიდენტის MICHAEL WOLLENHAUPT-ის სოლო პროექტად ჩამოყალიბდა. პროექტის განსაკუთრებულ სტილსა და ჟღერადობაზე გავლენა ისეთმა საკულტო ბენდებმა მოახდინეს, როგორებიც არიან: HAUS ARAFNA, COIL, DEUTSCH NEPAL (OFFICIAL), :ZOVIET*FRANCE:, CURRENT 93, JOY DIVISION. СONRAD PORTZMANN-ს ასევე იცნობენ სოლო პროექტებით: ROOM 506, MIDNIGHT MADNESS, TRIAS. აღსანიშნავია ANCIENT METHODS კოლაბორაციები: ESCHATON – ORPHX-თან და UGANDAN METHODS – REGIS-თან. ANCIENT METHODS-ის ჩანაწერები რომლებიც ტექნოს, ინდუსტრიულ მუსიკას, მძიმე ემბიენტსა და ნოიზს აერთიანებს გამოდის ლეიბლებზე: ANCIENT METHODS, SONIC GROOVE, METAPHYSIC, DOWNWARDS RECORDS, TOKEN RECORDS, PERC TRAX, SEMANTICA RECORDS.


KANCHELI: გიორგი ყანჩელი, ერთ-ერთი გამორჩეული DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს ახალი რეზიდენტი. მისი სეტები მძიმე ატმოსფერული ტექნო ჟღერადობითა და მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება.


OLIVER HAFENBAUER: ფრანკფურტელი DJ, საკულტო კლუბ ROBERT JOHNSON-ის რეზიდენტი და პრომოუტერი, ROBERT JOHNSON RECORDS-ის A&R. ასევე უძღვება საკუთარ დაარსებულ ლეიბლს DIE ORAKEL.


HVL: BASSIANI/ HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


 

 


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 KANCHELI
03:00 - END ANCIENT METHODS
HOROOM
23:00 - 04:00 HVL
04:00 - END OLIVER HAFENBAUER