Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 27.11.15

BASSIANI: ■CIO D’OR ■HVL

CIO D’OR: CIO DORBRANT გერმანელი მუსიკოსი, პროდიუსერი და DJ. CIO-მ საკლუბო მოღვაწეობა 90 -იან წლებში, ქალაქ მიუნხენში დაიწყო. 2001 წლიდან კლუბ ULTRASCHALL-ის რეზიდენტი იყო, რომელიც მიუნხენში პირველ ტექნო კლუბად ითვლება. მისთვის მუსიკის შექმნის პროცესი დაკავშირებულია ბევრ ხმოვან ექსპერიმენტთან, ელექტრონული ჟღერადობის გახვავებულ ინსტრუმენტებთან და სხვადასხვა ქვეყნებში შეგროვებული ხმების სინთეზთან. 2004 წლიდან გამოშვებული აქვს 2 ალბომი და 10 EP, ისეთ ცნობილ ლეიბლებზე როგორიცაა: PROLOGUE, SEMANTICA , TIME TO EXPRESS. CIO მუშაობდა ისეთ არტისტებთან, როგორიცაა: DONATO DOZZY, PETER VAN HOESEN, SLEEPARCHIVE და სხვა. მისი სეტები გამორჩევა დრამატული კონცეფციით და მრავალფეროვნებით


HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი Flats ლეიბლზე Voyager. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე Linear Movement. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია.


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 HVL
03:00 - END CIO D'OR