Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 28.04.16

BASSIANI: THE GODS PLANET [CLAUDIO PRC & NESS] | ZITTO |


THE GODS PLANET: ANDREA DEPLANO-ს და CLAUDIO PORCEDDU-ს დუო იტალიიდან, რომელსაც თანამედროვე ტექნო სცენაზე, ყველაზე გამორჩეული პროექტი შეგვიძლია ვუწოდოთ. პროექტის შექმნა განაპირობა მისი წევრების მსგავსმა გემოვნებამ, იდეებმა და წინააღმდეგობამ იმ გაბატონებული ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობების მიმართ, რომლებიც მათ არ მოსწონდათ. THE GODS PLANET-ის სახელწოდება, CLAUDIO და NESS-ის კოსმოსისა და ფუტურისტული კონცეფციების მიმართ ინტერესს უკავშირდება და ასევე პროტესტს, რომელსაც მათი მუსიკა გამოხატავს. THE GODS PLANET-ის პირველი რელიზი 2010 წელს გამოიცა ამავე სახელწოდების ლეიბლზე, რომელიც მათ დააარსეს და რომელსაც მათი ჩანაწერების უმტესობა ეკუთვნის. დუოს წევრებისთვის სტუდიურ საქმიანობაზე მნიშვნელოვანი მაინც დაკვრა რჩება, რომელიც სეტის და ლაივ შესრულების ერთმანეთთან სინთეზს წარმოადგენს. CLAUDIO PRC & NESS-ის შემოქმედება გამოირჩევა ექსპერიმენტებით, ახალი საუნდის მუდმივი ძიებით, მძიმე, ატმოსფერული, ჰიპნოტური ჟღერადობით და ინდივიდუალიზმით. აღსანიშნავია ასევე თითოეულის სოლო კარიერა და რელიზები.


ZITTO: “მუსიკით ადრეული ასაკიდან ვიყავი დაინტერესებული. თავიდან სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობებით ვიყავი გატაცებული, თუმცა, მოგვიანებით, ტექნოს სახით ჩემს გემოვნებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა“ – ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით ZITTO-მ საკუთარი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით ZITTO თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. დიჯეინგის გარდა საკუთარი მუსიკის შექმნაზეც მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, როდესაც სრულიად დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში, მას დღის სინათლეზე აუცილებლად გამოიტანს. „რა თქმა უნდა, დიჯეისთვის ბუნებრივია ჰქონდეს რაღაც იდეები დაკვრის წინ, თუმცა დაწყებისას დგება ის მომენტი, როცა მსმენელთან შემოქმედებითი კავშირის დამყარება გიწევს, რაც იმპროვიზაციას მოითხოვს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელის განწყობის დაჭერა და შესაფერისად მოქმედება“ – ZITTO-ს ეს მიდგომა მისი დაკვრის სტილში ნათლად ვლინდება, რის გამოც ის ბოლო თვეების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დიჯეი გახდა და “ელექტრონავტი 2015″ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის დიჯეის ტიტულიც მოიპოვა.


 


Promo Links

Please Login to buy tickets