Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 28.10.16

BASSIANI: VOICES FROM THE LAKE LIVE | SVRECA | NDRX


SEMANTICA RECORDS: თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლი, რომელიც 2006 წელს, ქალაქ მადრიდში, SVRECA -მ დააარსა და ძირითადად ტექნოზე არის ორიენტირებული. SEMANTICA-ს რელიზებში დეტროიტ ტექნო და ჰაუსთან ერთად, ინდუსტრიულ და IDM ჟღერადობის მუსიკას მოისმენთ. როგორც SVRECA ამბობს, SEMANTICA RECORDS-ის შექმნის ინსპირაციას ლეგენდარული ლეიბლები TRESOR RECORDS, DOWNWARDS RECORDS, WARP RECORDS და RASTER-NOTON წარმოადგენდა. 10 წლის განმავლობაში, SEMANTICA-ზე გამოიცა ისეთი არტისტების ჩანაწერები, როგორიც არის: OSCAR MULERO (OFICIAL), VLADISLAV DELAY, SILENT SERVANT (OFFICIAL), CONVEXTION AKA E.R.P., MIKE PARKER, INIGO KENNEDY, PLANT43, VRIL, ABDULLA RASHIM, ACRONYM, VARG, CIO D’OR, DONATO DOZZY, RØDHÅD, REGIS, ORPHX, EDIT SELECT, IORI და ა.შ


DOZZY და NEEL (GIUSEPPE TILLIECI) -ის კოლაბორაციული AMBIET / TECHNO/ EXPERIMENTAL პროექტია. დუოს დებიუტი 2011 წელს, LABYRINTH FESTIVAL -ზე ლაივ პერფომანსით შედგა, პირველი ალბომი VOICES FROM THE LAKE კი 2012 წელს, PROLOGUE MUSIC-ზე გამოიცა და ელექტრონული მუსიკის სამყაროში გადატრიალება მოახდინა. მუსიკალურმა გამოცემა RESIDENT ADVISOR-მა რელიზი წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა. VOICES FROM THE LAKE-ის მეორე ალბომი LIVE AT MAXXI ცოცხალი შესრულების ჩანაწერს წარმოადგენს, მძიმე ემბიენთ ჟერადობას და FIELD RECORDING-ს აერთაიანებს. 2016 წელს დუომ ლეიბლი SPAZIO DISPONIBILE დააარსა, რომელზეც მათი ბოლო EP – SECONDO TEMPO გამოსცეს. VOICES FROM THE LAKE-ს რელიზებს ასევე შეხვდებით EDITIONS MEGO, CONCRETE RECORDS, TIME TO EXPRESS და THE BUNKER NEW YORK-ზე. დუოს ლაივ სეტები შთაგონებულია ბუნებრივი ხმებით და ლანდშაფტებით, წყალქევშა სამყაროთი და აფრიკული დრამებით, რაც მათ შემოქმედებას უფრო მისტიურს ხიდის.


SVRECA: იგივე ENRIQUE MENA, მადრიდელი DJ და პროდიუსერი, SEMANTICA RECORDS-ის დამაარსებელი, ესპანული ტექნო სცენის ყველაზე იმედისმომცემი წარმომადგენელია. გამოცემული აქვს კოლაბორაციული ჩანაწერები SURGEON, OSCAR MULERO და ABDULLA RASHIM-თან. მისი ტრეკების რემიქსებზე მუშოაბენ ისეთი არტისტები როგორიც არის: RØDHÅD, LUCY, SURGEON, ORPHX, FEMALE და ა.შ SVRECA-ს შემოქმედება, ისევე როგორც მისი DJ სეტები ყოველთვის განსხვავებული, თამამი და ინოვაციურია.


NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა.


 

 


Promo Links

Please Login to buy tickets