Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 30.06.17

Steffi: იგივე Steffie Doms, გერმანიაში მოღვაწე ჰოლანდიელი DJ, პროდიუსერი და პრომოუტერი. კლუბ Berghain/Panorama Bar-ის რეზიდენტი და ბერლინის ანდერგრაუნდ სცენის მნშვნელოვანი წარმომადგენელია. არის ორი წარმატებული ლეიბლის Klakson და Dolly-ს დამაარსებელი, თუმცა მისი ჩანაწერების უმეტესობა Ostgut Ton-ს ეკუთვნის, მათ შორის ორი ალბომი Yours & Mine და Power Of Anonymity, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავენ არტისტის თანამედროვე ტექნოსა და კლასიკური ჰაუსის სინთეზურ ჟღერადობას. აღსანიშნავია STEFFI-ს პროექტი Third Side – კოლაბორაცია დუოსთან The Analogue Cops. მას რელიზებზე Levon Vincent, Virginia, Redshape და Dexter-თან უმუშავია. Steffi-ს სეტები ანდერგრაუნდ ჰაუსის, დისკოსა და ტექნოს საუკეთესო მიქსია, რომელიც მდიდარია ხასიათითა და ნარატივით.


Kancheli: DJ და პროდიუსერი. ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერსონა, რომელიც ამავდროულად არის პროექტის Stare At Dj ერთ-ერთი ავტორი და კოლექტივ 11TH-ის წევრი. მისი კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება. მუსიკასთან მისი პროფესიული შეხება თბილისის ჯაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და როგორც თვითონ აცხადებს, მისი პირველი რელიზები მალე იხილავს დღის სინათლეს. „ისეთი კლუბის რეზიდენტად ყოფნა, როგორიც BASSIANI-ია, ადვილი არ არის. როდესაც მსმენელი პერიოდულად გისმენს, იგი შენგან ყოველთვის განსაკუთრებულს ელოდება. ასეთ დროს შენც ცდილობ, რომ ყოველი შენი სეტი განსხვავებული და განსაკუთრებული გახადო“ – გიორგის აზრით კლუბის რეზიდენტობას თავისი გამოწვევების პარალელურად ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში ეს მუდმივად ფორმაში ყოფნასა და არტისტული განვითარების შესაძლებლობის ქონაში გამოიხატება.


HVL: კლუბის BASSIANI/HOROOM რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ Voyager-ზე, სახელად Flats. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდაLinear Movement-ზე.
BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


Mercurrio: ქართველი პროდიუსერი და DJ. მისი ჩანაწერები Lo-Fi House ჟღერადობით ხასიათდება, სეტები კი ჰაუს ელემენტებით გამოირჩევა.


Promo Links

BASSIANI
00:00 - 03:00 KANCHELI
03:00 - END STEFFI
HOROOM
00:00 - 04:00 HVL
04:00 - END MERCURRIO