Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI 31.03.17

BASSIANI / HOROOM: ILIAN TAPE NIGHT | ZENKER BROTHERS | SKEE MASK | CANDY POLLARD| NDRX


ILIAN TAPE: “10 წლის წინ, როდესაც ILIAN TAPE დავიწყეთ, ფაქტობრივად ბავშვები ვიყავით, არ გვქონდა ფინანსური მხარდაჭერა, გეგმა და სტრატეგია, მაგრამ გვქონდა ხედვა და ვიცოდით, რისი გაკეთება გვსურდა. DJ-ინგსა და პროდიუსინგში გატარებული წლების შემდეგ ლეიბლის შექმნა ლოგიკური ნაბიჯი იყო. ILIAN TAPE ყოველთვის პირადული პროექტი იყო, გვსურდა, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც იდეალურ ჩანაწერებზე მნიშვნელოვანი მუსიკაში ადამიანის ემოციების ფაქტორი იქნებოდა. გვჯეროდა ჩვენი ხედვის და არასოდეს შეგვიხედავს მისთვის კომერციული კუთხიდან. “

ლეიბლის დევიზია: “WE DON’T CARE ABOUT THE HYPE, WE JUST DO WHAT WE LOVE!”


ZENKER BROTHERS: მიუნხენელი ძმების DARIO და MARCO ZENKER-ების ტექნო დუეტი ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.

შთამბეჭდავი სოლო კარიერისა და სტუდიური ჩანაწერების პარალელურად 2007 წელს საკუთარი ლეიბლი ILIAN TAPE დააარსეს, სადაც გამოიცემიან: JONAS KOPP, SKEE MASK, ANDREA, STENNY და ა.შ. 2015 წელს ILIAN TAPE-ზე ძმების სადებიუტო ალბომი IMMERSION გამოვიდა, რომელიც მათთვის დამახასიათებელი უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. ZENKER BROTHERS-ის შემოქმედებაში მძაფრად იგრძნობა დეტროიტ ტექნოს, ჰაუსის, დაბის და ჰიპ-ჰოპის გავლენა.


SKEE MASK: მიუნხენელი პროდიუსერი და DJ. მისი ვინაობა გასაიდუმლოებულია, შთაგონებას კი განსხვავებული მუსიკალური ჟანრები წარმოადგენს. არტისტის ჟღერადობის ჩამოყალიბებაზე, ისეთმა საკულტო ტექნო ლეიბლებმა მოახდინეს გავლენა, როგორიც არის: CHAIN REACTION, WARP RECORDS, COUNTERBALANCE. 2014 წელს ILIAN TAPE-ზე მისი სადებიუტო EP – SERUM გამოიცა, რასაც მოჰყვა საკმაოდ წარმატებული რელიზი JUNT. SKEE MASK-ის პირველი ალბომი SHRED 2016 წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერსო და აღიარებულ ჩანაწერს წარმოადგენს. მისი სეტები ტექნო, ემბიენტ და ექსპერიმენტული ჟღერადობით ხასიათდება.


CANDY POLLARD: იგივე STEFFEN STÖRMER, გერმანელი DJ. ღამეების სერიის WHO THE FUCK? რეზიდენტი.


NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან ერთად დაკვრა მნიშვნელოვანი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევაა.


 


Promo Links

BASSIANI
00:00 - 03:00 SKEE MASK
03:00 - END ZENKER BROTHERS
HOROOM
00:00 - 03:00 NDRX
03:00 - END CANDY POLLARD