Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 31.12.16

BASSIANI / HOROOM: NORTHERN ELECTRONICS NIGHT | ABDULLA RASHIM | ULWHEDNAR LIVE | FÖDD DÖD LIVE | NDRX | ART ALFIE | HVL


NORTHERN ELECTRONICS: ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული ლეიბლი, რომელიც 2013 წელს ABDULLA RASHIM-მა სტოკჰოლმში დააარსა. ლეიბლის პირველი რელიზი VARG – MISANTROPEN იყო, რომელსაც გამოსვლისთანავე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. NORTHERN ELECTRONICS-მა სწრაფად მოახერხა ტექნოს სრულიად განსხვავებული ჟღერადობის და კონცეფციის შექმნა. NORTHERN ELECTRONICS-ის შოუქეისები დიდი წარმატებით სარგებლობს თანამედროვე ტექნო სცენაზე, ელექტრონული მუსიკის გამოცემა RESIDENT ADVISOR-მა კი თვის ლეიბლად დაასახელა. VARG-ის ბოლო ალბომი “ჟინვალი” საქართველოში არის ჩაწერილი, კლუბში BASSIANI გამართული NORTHERN ELECTRONICS-ის ღამის შემდეგ. ერთნაირად საინტერესოა NE-ის არტისტების სოლო პროექტები და კოლაბორაციები: ULWHEDNAR (ABDULLA RASHIM, VARG), SARS & AR (SARS, ABDULLA RASHIM) და ა.შ.


ABDULLA RASHIM: შვედი პროდიუსერი და DJ. ლეიბლების ABDULLA RASHIM RECORDS და NORTHERN ELECTRONICS-ის დამაარსებელი. სადებიუტო EP-ი 2011 წელს გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების მხრიდან აღიარება მოუტანა. განსაკუთრებული ყურადღება მისმა სადებიუტო ალბომმა UNANIMITY- მ დაიმსახურა, რომელიც 2014 წელს, NORTHERN ELECTRONICS – ზე გამოვიდა, წარმატებულია მისი ბოლო ალბომიც SHELL OF SPEED. მისი ტრეკები და სეტები გამოირჩევა ცივი, მძიმე, ატმოსფერული ჟღერადობით. ABDULLA-ს შემოქმედების ერთ-ერთ განსაკუთრებულ ხაზს მისი ლაივ შესრულება წარმოადგენს, რომელიც ერთდროულად მძიმე, რიტმული, მელანქოლიური, იდუმალი და კონცეპტუალურია. დეკემბრის თვეში გამოდის BASSIANI RECORDS-ს კომპილაცია BAS002 სადაც AVI MUSAIFI-ს ტრეკზე მისი რემიქსია შესული.


ULWHEDNAR: ABDULLA RASHIM-ის და JONAS RONNBERG-ის, იგივე VARG-ის კოლაბორაციული პროექტია. 2013 წლიდან NORTHERN ELECTRONICS-ზე გამოშვებული აქვთ 5 EP, მათ შორის 2016 წლის OM SYNDERNAS FÖRLÅTELSE, რომელიც ემბიენთ ჟღერადობით გამოირჩევა.


FÖDD DÖD: VARG-ის და შვედი მუსიკოსის SOFIA AL RAMMAL STURDZA-ის (იგივე SARS) დუო. გამოშვებული აქვთ ორი ერთობლივი EP: STUDIE I NÄRHET, LÄNGTAN OCH BESVIKELSE და ОН НЕ МОЖЕТ ЛЮБИТЬ ТЕБЯ БОЛЬШЕ გერმანულ ლეიბლზე TOTAL BLACK.


NDRX: პროექტის STARE AT DJ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კოლექტივის 11TH იდეის ავტორია. AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO – იმ მუსიკალური მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც მისი 10 წლიანი მუსიკალური კარიერა ხასიათდება. მან მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო.განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით NDRX საკმაოდ ეკლექტურ და მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო STARE AT DJ სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება: “ყველაფერი იმით დაიწყო, ყოფილი მშენებლობის სამინისტროს შენობის მე-11 სართულზე აღმოვაჩინე ძველი საბჭოთა კაბინეტი, რომელიც 80-იან წლებში ბაბუაჩემის სამუშაო ოთახი იყო. მოგვიანებით ამავე სართულზე სხვა არტისტებიც შემომიერთნენ და რაღაც კომუნას მსგავსი შეიქმნა, მეგობრული და მყუდრო გარემო, სადაც ერთმანეთს განვითარებასა და წინსვლაში ვეხმარებით.” NDRX-ს მუსიკალური მოღვაწეობის კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი აღმოჩნდა BASSIANI-ის რეზიდენტობა. როგორც თვითონ აღნიშნავს, მისთვის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებისა და მიდგომის მქონე არტისტებთან


ART ALFIE: პროდიუსერი და DJ ქალაქ სტოკჰოლმიდან. 2012 წელს თავის მეგობარ და კოლაბორატორ MR. TOPHAT-თან ერთად ლეიბლი KARLOVAK დააარსა, სადაც მათი ჩანაწერებს უმეტესობა გამოცემა. ART ALFIE-ს სეტები ყოველთვის ჰაუს ჟღეაობაზე არის ორიენტირებული.


HVL: BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას OKINAWA LIFESTYLE-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა ROUGH HOUSE ROSIE-ზე DEEP SURVEY EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ VOYAGER-ზე, სახელად FLATS. 2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, ROUGH HOUSE ROSIE-ზე იგი ახალი რელიზით LUCKY STAR OF HIGH MINDED EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი PERSONA NON GRATA EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა LINEAR MOVEMENT-ზე.BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა  ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – ELEGANCE WITHIN THE CHAOS მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.


Promo Links

BASSIANI
23:00 - 03:00 NDRX
03:00 - 04:00 ULWHEDNAR LIVE
04:00 - 05:00 FÖDD DÖD LIVE
05:00 - END ABDULLA RASHIM
HOROOM
23:00 - 04:00 HVL
04:00 - END ART ALFIE