Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 21.11.14

■ FUNCTION LIVE ■ ABDULLA RASHIM ■ INDYEXX LIVE ■ BOYD SCHIDT  ■ GIORGI MOZGOVOI


FUNCTION – დეივ სამნერი ანდერგრაუნდ ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია.1996 წელს კარლ ‘კონორთან, იგივე ‘REGIS’-თან ერთად შექმნა პროექტი ‘PORTION REFORM’ და გამოუშვა მის კარიერაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდიური ალბომი – ‘THE SUPREME NEGATIVE’. ამით დეივი გახდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი არაბრიტანელი, რომლის მუსიკაც ლეგენდარულ ლეიბლ ‘DOWNWARDS’-ზე გამოიცა. მას ტექნომუსიკის მოყვარულები კარგად იცნობენ როგორც კოლექტივ ‘SANWDELL DISTRICT’-ის წევრს.


ABDULLA RASHIM – ცივი შვედური ჟღერადობა და მისტიკურ-ტრაიბალური რითმიკა აბდულა რაშიმის თრექების მთავარი დამახასიათებელი კომპონენტია. მისი სადებიუტო ალბომი ‘UNANIMITY’, რომელიც წელს, თავისივე ლეიბლ ‘NORTHERN ELECTRONICS’-ზე გამოიცა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.


INDYEXX – იგივე რეზო ღლონტი, ელექტრონული მუსიკის პროდუსერი და საუნდ არტისტია. იგი გამოირჩევა ექსპერიმენტული ლაივ შესრულებით, მისი ახალი პროექტი ელექტრონული მუსიკის ფართო სპექტრით არის შთაგონებული, შეიცავს კლასიკური ტექნოს, ემბიენთისა და დაბის ელემენტებს.


BOYD SCHIDT- ქართველი პროდუსერი და დჯ. ტექნო დუო GREENBEAM & LEON-ის მეორე ნახევარი. აღსანიშნავია რომ მისი ტრეკი MORNING UTOPIA ლეიბლ STUDIO R-ზე ისეთ არტისტებთან გამოვიდა როგორებიც არიან FRED P, HAKIM MURPHY და BRENDON MOELLER.


VISUALS – GIORGI MOZGOVOI

 

 

 


Promo Links

23:00 - 02:00 BOYD SCHIDT
02:00 - 03:00 INDYEXX LIVE
03:00 - END ABDULLA RASHIM