BASSIANI/HOROOM: 01.01.20

GIEGLING NIGHT: ATEQ, VRIL, HVL, ELI VERVEINE, RESOM, SA PA


2020 წელს BASSIANI თავისი პირველი ღონისძიების ფარგლებში GIEGLING-ს უმასპინძლებს. საქართველოს რეივ- რევოლუციად შერაცხული 2018 წლის მოვლენები, რომელმაც ადგილობრივ საკლუბო სცენაზე მნიშნელოვანი კვალიც დატოვა, ამ ლეიბლთან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული. შესაბამისად, ეს არტისტები არა მხოლოდ BASSIANI-ს, არამედ მთლიანდ ქართული საკლუბო სივრცისთვის განსაკუთრებული ფიგურები არიან და მათი დაბრუნებაც ყოველთვის სიმბოლურია. VRIL, ATEQ, SA PA, RESOM და ELI VERVEINE-ს მასპინძელი HVL იქნება, რომელიც მათ მთავარ საცეკვაო მოედანზე შეუერთდება.

VRIL-ის შემოქმედებითი საქმიანობა რამდენიმე  მნიშვნელოვან პლატფორმასთან, მათ შორის BASSIANI RECORDS, SEMANTICA, DELSIN, DYSTOPIAN და OSTGUT TON არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა,  ჰანოვერელი არტისტისთვის GIEGLING ყველაზე განსაკუთრებული პლატფორმაა, სადაც მისი არტისტული იდენტობა ყველაზე კარგად გამოიხატა. მიუხედავად იმისა, რომ VRIL ლეიბლთან 2010 წლის შემდეგ პერიოდულად თანამშრომლობს, ამ კოლაბორაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 2014 წელს გამოცემული ალბომი TORUS  გახდა. ჩანაწერში ტექნოს შედარებით მელანქოლიური ასპექტებზე ხაზგასმით და სპეციფიკური ატმოსფერული ფონის შექმნით, მუსიკოსმა თავისი კარიერის გარდამტეხი მომენტი განსაზღვრა. 2017 წელს VRIL-მა ემბიენტ და დაბ ტექნოზე ორიენტირებული ექსპერიმენტული ჩანაწერი ANIMA MUNDI შეზღუდული რაოდენობით გაავრცელა, წელს კი მისი მოსმენა  DELSIN -ზე გახდა შესაძლებელი. მართალია VRIL-ის შემოქმედებითი პრიორიტეტები ცვლილებებს განიცდის, მაგრამ GIEGLING-ის ჟღერადობის განსაზღვრაში მისი როლი დღემდე არ შესუსტებულა. 

ATEQ ლეიბლის თანადამფუძნებელი და GIEGLING-ის კოლექტივის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რომელიც დაარსებიდან დღემდე ცდილობს პლატფორმა მრავალფეროვანი, საინტერესო და გამორჩეული მუსიკის თავშესაფარი იყოს. 2011 წლის შემდეგ მან ლეიბლზე 3 ჩანაწერი, მათ შორის EDWARD -თან ერთად ჩაწერილი კრებული g**g***g გამოსცა. არტისტის აქცენტი მელოდიურ და ემოციურ საცეკვაო მუსიკაზე შესაფერისად აისახება მთლიანად შემოქმედებით კოლექტივზე. თავის მხრივ თბილისის სცენისთვის ძალიან საინტერესო პერსონაა SA PA, რომელიც ლეიბლს მოგვიანებით, 2015 წელს შეუერთდა, თუმცა მოკლე დროში ის GIEGLING-ის უცვლელი წევრი გავხდა. RESOM ელექტრონული მუსიკის არტისტი და აქტივისტია, რომელიც მულტიდისციპლლინური ღონისძიებების სერიას THE AMPLIFIED KITCHEN კურატორობს. ის ასევე ლაიფციგში დაფუძნებული სახელოვნებო კოლექტივის, HOMO ELEKTRIK-ის წევრიც არის. HOMO ELEKTRIK-ის მიზანი დივერსიფიცირებული და მრავალფუნქციური სცენის მხარდაჭერაა, სადაც არტისტები თავიანთ შემოქმედებით საქმიანობაში არ შეიზღუდებიან. ორგანული, გულრწფელი, ენერგიული და ღრმა – RESOM სწორედ ამ ეპითეტებით ახასიათებს იმ მუსიკას, რომელსაც უკრავს და მიიჩნევს, რომ ჟანრობრივი განსხვავებები არტისტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არ უნდა იყოს. საინტერესო იქნება ELI VERVEINE-ს მოსმენაც, რომელიც ციურიხის სცენის კონტექსტს ძალიან დიდი ხანია გასცდა. TARDIS RECORDS-თან ერთად, რომელიც მან OSCAR SCHUBAQ-თან ერთად დააფუძნა, VERVEINE თანამედროვე ელექტრონული მუსიკის საინტერესო ჟღერადობას ეძებს, რაც შემდეგ არტისტის დიჯეი სეტებშიც იდეალურად აისახება. ამ არტისტების კომპანიონი კლუბის უცვლელი რეზიდენტი და ადგილობრიცი სცენის გავლენიანი დიჯეი და პროდიუსერი HVL იქნება.  ბოლო წლების გამორჩეულად წარმატებული ქართველი პროდიუსერი HVL როგორც BASSIANI-ს, ასევე HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ერთნაირი წარმატებით ახერხებს მოცეკვავეებთან ურთიერთობას. ამჯერად ის კლუბის მთავარ საცეკვაო მოედანზე ლაივით ბრუნდება. მისი ალბომები OSTATI და RHYTHMIC SONATAS, რომლებიც ბოლო წლების საინტერესო მუსიკალური ჩანაწერებია,  კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს HVL-ს უნარს ზოგად მუსიკალურ სტანდარტებში ადგილობრივი კულტურის ელემენტები გემოვნებიანად და ორიგინალურად შეიტანოს. 


00:00-03:00 HVL
03:00-04:30 VRIL (LIVE)
04:30-END ATEQ
00:00-04:00 RESOM
04:00-07:00 ELI VERVEINE
07:00-END SA PA