BASSIANI/HOROOM: 01.03.19

”FOOD FOR THOUGHT” RELEASE NIGHT: TRIPEO, HVL, KVANCHI, OBJECTOR


1 მარტს, BASSIANI RECORDS-ზე გამოსული TRIPEO-ს ახალი კრებულის, FOOD FOR THOUGHT-ისადმი მიძღვნილი ღამე გაიმართება, რის ფარგლებშიც ჰოლანდიელ არტისტს კომპანიონობას HVL გაუწევს. 4 კომპოზიციისგან შემდგარი ნამუშევარი სხვადასხვა მუსიკალური მოტივების საინტერესოი სინთეზია, რასაც თავის ხიბლს HVL-ის ექპერიმენტული რემიქსიც მატებს.

DARKO ESSER ელექტრონული მუსიკის სივრცეში საკმაოდ დიდი ხანია მოღვაწეობს და მისი საქმიანობის სფერო მხოლოდ დიჯეინგს და პროდიუსერობას არ მოიცავს. მისი სახელი ნაიმეგენში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბ DOORNROOSJE-თან ასოცირდება, სადაც იგი პრომოუტერული საქმიანობით არის დაკავებული. კლუბის წარმატება და სტატუსი ყველაზე მეტად სწორედ მისმა გემოვნებამ და მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომამ განსაზღვრა. ამის პარალელურად DARKO ორ ლეიბლს მართავს, WOLFSKUIL და BALANS-ს, სადაც შევხვდებით ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან BENNY RODRIGUES, RODHAD, NPHONIX, SIMON HAYDO და სხვა.

 „იმის გააზრებას, რომ შენში მეორე პერსონა არსებობს, თავისუფლების განცდა მოაქვს “- DARKO ESSER თავის ალტერ ეგოზე, TRIPEO-ზე საუბრისას აღნიშნავს, ეს მისთვის ახალი შანსი იყო – შანსი, რომ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი კიდევ უფრო წარმატებით წარმოეჩინა.

 მართალია TRIPEO აბსოლუტურად ტექნოზე ორიენტირებული პროექტია, თუმცა DARKO არ არის ამ მუსიკალურ ჟანრში ჩაკეტილი, სწორედ ამის გამო მისი მუსიკა ძალიან კონტრასტულია და მრავალფეროვანი. ეს აისახება TRIPEO-ზეც, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, არის 90-იანი წლებისთვის დამახასიათებლი ტექნო ჟღერადობის თანამედროვე ანარეკლი.

 „რაც თბილისში ეს ნორმალური არ არის, ეს ძალიან იშვიათია“ – DARKO ESSER ერთ-ერთი პირველი არტისტი იყო, რომელმაც ქართულ საკლუბო სივრცეზე, როგორც განსაკუთრებულ მოვლენაზე საუბარი დაიწყო. „მიუხედავად, იმისა, რომ ქართველი მსმენელი ფესტივალებით და საკლუბო ღონისძიებებით განებივრებულია, მუხტს და ემოციურ დამოკიდებულებას არ კარგავს. აქ შეიმჩნევა, რომ მათთვის ეს ყველაფერი განსაკუთრებულია“. მისი ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი მანიფესტაცია FOOD FOR THOUGHT-ის ღამე იქნება.

 2018 წელს გამოცემული წარმატებული ალბომის, OSTATI-ს  და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ HVL თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება.  წლევანდელ გაზაფხულზე კი, BASSIANI RECORDS-ზე მისი მორიგი ალბომი გამოიცემა. “RHYTHMIC SONATAS” ეროვნული სტადიონის ქვეშ არსებული ჟღერადობის არტისტულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მისი მუსიკალური პალიტრა იმდენად მრავალფეროვანია, რომ როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე HVL ყველანაირი კომპრომისის გარეშე ახერხებს მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზებას. გიგი ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს.

 რაც შეეხება HOROOM-ის ოთახს, აქ მსმენელს კლუბის რეზიდენტების,  KVANCHI და OBJECTOR -ის მოსმენა შეეძლებათ. BASSIANI-ს ბაზაზე დაფუძნებული ლეიბლის, BASSIANI RECORDS-ის კურატორს და თბილისის სცენის გამორჩეული სელექტორს, KVANCHI-ს HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. შესაბამისად,  მშობლიურ სივრცეში მისი დაბრუნება ყოველთვის საინტერესოა. OBJECTOR გიორგი ჩიტალაძის მუსიკალური პროექტია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობა ალტერნატიულ როკ მუსიკას უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით აქცენტი მთლიანად ელექტრონულ ჟღერადობაზე გააკეთა, რისი შედეგიცაა პროექტები: OBJECTOR და OBJECTOR TRAX. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკუთარი ჩანაწერები ლეიბლებზე LUNAR და DVNTT გამოსცა, სადაც მისი არტისტული მიდგომები კიდევ უფრო გამოიკვეთა.

 


00:00-04:00 HVL
04:00-END TRIPEO
00:00-04:00 OBJECTOR TRAX
04:00-END KVANCHI