BASSIANI/HOROOM: 01.11.19

TERRENCE DIXON, XOSAR, HVL, KANCHELI, HAMATSUKI, NINASUPSA, GIVI GELASHVILI


1 ნოემბერს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი დეტროიტელ ლეგენდას TERRENCE DIXON მასპინძლობს. 30 წლიანი კარიერის განმავლობაში, მინიმალისტური და ავანგარდული ტექნო ჟღერადობით ცნობილი მუსიკოსის ნამუშევრები METROPLEX, TRESOR, RUSH HOUR და ელექტრონული მუსიკის სხვა მნიშვნელოვან პლატფორმებზე გამოიცემოდა. TERRENCE DIXON-ის მუსიკალური მემკვიდრეობა საკმარისად ავთენტური აღმოჩნდა საიმისოდ, რომ თანამედროვე საკლუბო სცენისთვის დღემდე ავტორიტეტულ და რელევანტურ არტისტად მიიჩნეოდეს. დღეისთვის DIXON დეტროიტის ტექნო სცენის ერთ-ერთ მთავარ ჯარისკაცად მიიჩნევა. მისი ლაივის გარდა, საინტერესო იქნება ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის არტისტ, XOSAR-ის მოსმენაც, რომელმაც წელს BEDOUIN RECORDS-ზე მორიგი საინტერესო ჩანაწერი THE POSSESSOR POSSESSES NOTHING ‎გამოსცა. XOSAR-ის ლაივები ყოველთვის კვეთს კონკრეტული ჟანრისთვის დამახასიათებელ საზღვრებს და მსმენელს ბევრად კომპლექსურ მუსიკალურ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. საინტერესო იქნება კლუბის რეზიდენტების, HVL და KANCHELI-ს მოსმენა, რომელთაც BASSIANI-ს საცეკვაო მოედნის საინტერესო გამოცდილებების სივრცედ ტრანსფორმირება არასდროს უჭირთ.

NINASUPSA ქართველი დიჯეის, ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტია. მუსიკასთან მისი ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, მრავალფეროვანი და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობების მიმართ ინტერესი მისი გემოვნების ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორი გახდა.NINASUPSA-სთვის შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ბგერითი სიგნალი – 90-იანი წლების პოპ მუსიკით დაწყებული და BOARDS OF CANADA-ს შემოქმედებით დამთავრებული. თავის მხრივ ადგილობრივი სცენის უდავოდ გამორჩეული პროდიუსერი HAMATSUKI დიდი ხანია კლუბის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ HOROOM RECORDS პირველ გამოცემაში FRANCIS HARRIS-ის გვერდით სწორედ მის კომპოზიციებს ვხვდებით. HAMATSUKI-ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა GASP RECORDS, SENSU, ORION ARM და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. ამ ორ არტისტთან HOROOM-ის ოთახში GIVI GELASHVILI დაბრუნდება, რომელსაც მსმენელი მრავალფეროვანი და დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით იცნობს.


00:00-03:00 HVL
03:00-04:00 TERRENCE DIXON (LIVE)
04:00-END KANCHELI
00:00-04:00 HAMATSUKI
04:00-07:00 GIVI GELASHVILI
07:00-END NINASUPSA