BASSIANI/HOROOM: 03.01.20

VTSS, PERILA, HAMATSUKI, GIVI GELASHVILI


VTSS პოლონელი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ არტისტია, რომელიც ბერლინის ტექნო სცენის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ არტისტად ითვლება. მის მიმართ გამოხატული ასეთი ინტერესი და მოლოდინი უკანასკნელ 2 წელიწადში SPFDJ-ის ლეიბლზე Intrepid Skin და ასევე Haven Records-ზე გამოცემული კრებულების დამსახურებაა. პოლონური ლეიბლის და ღონისძიებების სერიის, The Brutaż-ის რეზიდენტი არტისტი ძალიან მალე არა მხოლოდ ვარშავის, არამედ ზოგადად ტექნო სცენის მნიშვნელოვან არტისტად ჩამოყალიბდა, რაც ცალკეული რელიზების გარდა, მისი ტექნიკური განსწავლულობის და რადიკალური მუსიკალური გემოვნების დამსახურებაა. ტექნო, EBM და საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ჰარდკორ მიმართულებებზე აქცენტი VTSS-ს საცეკვაო მოედანზე განსაკუთრებული ენერგიის აკუმულირებასა და აუდიტორიისთვის გაზიარებაში ეხმარება. VTSS ასევე ნიუ იორკში დაფუძნებული ქვიარ კოლექტივის და სოციალური აქტივიზმით გამორჩეული ჯგუფის, Discwomen-ის წევრია. მისი კომპანიონი წარმოშობით რუსი და ბერლინში მოღვაწე კიდევ ერთი არტისტი Perila იქნება, რომელიც რუსული ონლაინ პლატფორმის radio.syg.ma და პროექტის WET (Weird Erotic Tension) დამფუძნებელი და კურატორია. მისი სადებიუტო სოლო ჩანაწერი მანჩესტერულ ლეიბლზე sferic გამოიცა, სადაც Perila-მ ემბიენთ მუსიკის და ზოგადად შემოქმედებითი პროცესის ინტიმური ხასიათის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა. სტუდიური ნამუშევრების მსგვასად, მისი დიჯეი სეტებიც ატმოსფერულობაზე ფოკუსირებით გამოირჩევა.

ადგილობრივი სცენის უდავოდ გამორჩეული პროდიუსერი Hamatsuki დიდი ხანია კლუბის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. შესაბამისად , გასაკვირი არ არის, რომ HOROOM RECORDS პირველ ფირფიტაში Francis Harris-ის გვერდით სწორედ მის კომპოზიციებს გამოიცა. Hamatsuki-ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა Gasp Records, Sensu, Orion Arm და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. მასთან ერთად HOROOM-ის ოთახში GIVI GELASHVILI დაბრუნდება, რომელსაც მსმენელი მრავალფეროვანი და დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით იცნობს.


00:00-04:00 PERILA
04:00-END VTSS
00:00-04:00 GIVI GELASHVILI
04:00-END HAMATSUKI