Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI/HOROOM: 03.11.17

3 ნოემბერს BASSIANI / HOROOM-ის მთავარ მოედანზე ამერიკაში მოღვაწე DJ და პროდიუსერი, ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, კლუბ BERGHAIN / PANORAMA BAR-ის რეზიდენტი და ლეიბლის HUSH / MISTRESS RECORDINGS-ის დამაარსებელი DVS1, იგივე ZAK KHUTORETSKY დაუკრავს. მასთან ერთად წარსდგება ავსტრიელი ვეტერანი არტისტი ELECTRIC INDIGO, რომლის 25 წლიანი კარიერა, დიჯეინგის და პროდიუსინგის გარდა, ხმების ინსტალაციებსა და ფილმების საუნდტრეკებს მოიცავს. მის სახელს ეკუთვნის პლატფორმა FEMALE:PRESSURE-ის დარსება, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ქსელს ქალი, ტრანსგენდერი და არაბინარული ელექტრონული მუსიკოსებისთვის და ციფრული ხელოვანებისთვის.
HOROOM-ის ოთახში, ბერლინში დაფუძნებული ანდერგრაუნდ ღამეების სერიის HERRENSAUNA-ს სულის ჩამდგმელი MCMLXXXV და BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი NDRX დაუკრავენ.


??:?? ELETCRIC INDIGO
??:?? DVS1
??:?? NDRX
??:?? MCMLXXXV