BASSIANI/HOROOM: 04.10.19

FIVE YEAR ANNIVERSARY


2019 წლის 3 ოქტომბერს, BASSIANI-ის დაარსებიდან 5 წელი სრულდება, სივრცის რომელიც საფუძველშივე სთავაზობდა ადამიანებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოს.

ახალი ხედვები, განსხვავებული და ხშირად თამამი მუსიკალური პროგრამა, გულწრფელი და განსხვავებული ენერგია  საცეკვაო მოედანზე, ქვეყანაში არსებული უთანასწორობის, სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ბრძოლა ქვიარ ადამიანების უფლებებისთვის, ქალების გაძლიერებისთვის, ცეკვა ცვლილებებისთვის აქტივისტების მობილიზაცია, მწვანე პოლიტიკისა და ღირსეული შრომითი პირობების უზრუნველყოფის მხარდაჭერა, და ისევ ბრძოლა, დრაკონულ ნაროპოლიტიკის შესაცვლელად, და ამის თანმდევი პროცესები, დისკრიმინაცია, მარგინალიზაცია, დემონიზაცია, პოლიციური რეიდი, დალუქული კლუბი… და საყოველთაო ცეკვა ღია ცის ქვეშ.  BASSIANI-ის გზა მარტივი არ ყოფილა და სიბრაზეც არასდროს განელებულა, ყოველი ახალი დაბრკოლება ახალი წინგადადგმული ნაბიჯის წინაპირობად იქცა. 

საკლუბო სცენა ყოველთვის იყო ახალი მოძრაობებისა და ინიციატივების სათავე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებაში. გაბრაზებული მუზარადის უკან თითოეული ჩვენგანი დგას. ჩვენი გამოწვევები და სათქმელიც საერთოა. მიუხედავად არაერთი სოციალური, რასობრივი თუ გენდერული სხვაობისა ჩვენ უამრავი საერთო პრობლემა, საზიარო იდეა, გრძნობა და ემოციები გვაქვს. სწორედ ეს არის  ჩვენი გაერთიანებისა და თვითორგანიზების მიზეზი საერთო გამოწვევების დასაძლევად, ერთმანეთის დასახმარებლად. 

საცეკვაო მოედანს აქვს ძალა უთანასწორობის აღმოფხვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს და ახლა როგორც არასდროს გაერთიანების და ახალი ბრძოლის დაწყების დროა, რომელიც სიძულვილზე სოლიდარობითა და ურთიერთპატივისცემით, პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით, მეგობრობითა და სიყვარულით გაიმარჯვებს, კიდევ ერთ გამარჯვებამდე – დაუსრულებლად.

4 ოქტომბერს, მე-5 საიუბილეო წელს კლუბის რეზიდენტები და მეგობრები წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, ენერგიას და მეამბოხე სულისკვეთებას BASSIANI /  HOROOM-ის ერთგულ მსმენელებს და მოცეკვავეებს გაუზიარებენ. BASSIANI-ის პირველი საკლუბო ღამე GIEGLING-ის „შავი რაინდის“, VRIL-ის ცოცხალი შესრულებით გაიხსნა, სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს მისი  დაბრუნება სიმბოლურია, მასთან ერთად საცეკვაო მოდანზე BASSIANI RECORDS-ის ოჯახის კიდევე ერთი წევრი, პროექტი DADUB დაუბრუნდება. საიუბელიო ღამეს კლუბის მთავარი ფლაგმანები, თბილისის ტექნო მოძრაობის ავანგარდში მდგომი, წარმატებული არტისტი, NEWA, განსაკუთრებული ტექნიკური უნარების მქონე დიჯეი, ადგილობრივი ტექნო სცენის ნამდვილი გმირი  ZITTO, თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ორი სიამაყე NDRX და KANCHELI ერთმანეთის მხარდამხარ დაუკრავენ. HOROOM-ის ოთახში გლობალური მნიშვნელობის არტისტი და ხმის ოსტატი HVL, მსმენელის ფავორიტი პროდიუსერი HAMATSUKI, ეკლექტური და მრავალფეროვანი სეტების ავტორი NINASUPSA და ორი შთამბეჭდავი დიჯეი BASSIANI RECORDS-ის A&R HOROOM-ის რეზიდენტი KVANCHI და MERCURRIO ერთმანეთის მხარდამხარ დაუკრავენ. 

 

 


00:00-03:00 NEWA
03:00-04:00 DADUB (LIVE)
04:00-05:00 VRIL (LIVE)
05:00-07:00 NDRX B2B KANCHELI
07:00-END ZITTO
00:00-03:00 HAMATSUKI
03:00-05:00 NINASUPSA
05:00-07:00 HVL
07:00-END KVANCHI B2B MERCURRIO