BASSIANI/HOROOM: 05.07.19

RESIDENTS NIGHT: KANCHELI, NDRX, ZESKNEL, HVL, HAMATSUKI


5 ივლის კლუბი BASSIANI რეზიდენტების ღამეს გამართავს, რის ფარგლებშიც მსმენელის წინაშე ANCHELI, NDRX, ZESKNEL, HVL და HAMATSUKI წარდგებიან. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში კლუბი უამრავ მოწვეულ არტისტს და ლეიბლს მასპინძლობდა, მისი მთავარი ჯარისკაცები მაინც ის რეზიდენტი არტისტები არიან, რომლებმაც BASSIANI და HOROOM-ის ჟღერადობის განსაზღვრაში ძირითადი წვლილი შეიტანეს. კლუბის მთავარ საცეკვაო მოედანზე 3 ასეთი არტისტი: KANCHELI, NDRX და ZESKNEL დაუკრავს. KANCHELI თავის დიჯეი სეტებში როგორც დეტროიტის მემკვიდრეობას, ასევე ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებს ინახავს, რაც მისი, როგორც არტისტის უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია. დიდი გამოცდილება და მუდმივ ინოვაციაზე აქცენტი მისი დაკვირს სტილს გამორჩეულად საინტერესოს ხდის. KANCHELI-ს კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში იქნა მიწვეული, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა. NDRX-მა მუსიკის აქტიურად დაკვრა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო. განსხვავებული მუსიკალური გავლენების და მუდმივი შემოქმედებითი ძიების დამსახურებით ის საკმაოდ მრავალფეროვან დიჯეიდ ჩამოყალიბდა. NDRX-ის შემოქმედებითი მრავალფეროვნება კლუბის საღამოებს ყოველთვის გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებად აქცევს. მისი სტილისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმი და მოულოდნელობა, NDRX-ის არტისტული სახის მთავარი ელემენტებია. მისი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო Stare At Dj სერიები, რომელმაც რამდენიმეწლიანი არსებობის მანძილზე ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება 11TH-ს, ის კონკრეტულად ადგილობრივ სცენაზე ორიენტირებული წამოწყებაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. მათთან ერთად ლაივს დაუკრავს კიდევ ერთი რეზიდენტი არტისტი ზუკა ბაბუნაშვილი, იგივე ZESKNELI, რომელიც მუსიკაში ქართული კულტურისთვის დამახასიათებელ შტრიხებს მუდმივად მიმართვას. მისი დიჯეი სეტები და ლაივ შესრულებები ძირითადად ტექნო მუსიკაზე ფოკუსირდება, თუმცა აშკარაა, რომ მისი ჟანრობრივი არეალი ბევრად დიდ მასშტაბს მოიცავს. სწორედ ამიტომ ZESKNELI სტუდიაში და კლუბებშიც მუდმივად ექსპერიმენტირებს და ამ პროცესში მსმენელს მრავალფეროვან გამოცდილებებს სთავაზობს.
                                                                                                                                                                             HVL-ის შეოქმედებითი საქმიანობა ბოლო წლებში განსაკუთრებით საინტერესო გახდა. შარშანდელი ალბომის, OSTATI-ს და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ HVL თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. წლევანდელ გაზაფხულზე კი, BASSIANI RECORDS-ზე მისი მორიგი ალბომი RHYTMIC SONATAS გამოიცა, რომელიც ეროვნული სტადიონის ქვეშ არსებული ჟღერადობის არტისტულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. საცეკვაო რიტმების გარდა, არტისტი ალბომში აქცენტს ატმოსფერულ ფონზეც აკეთებს, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ შტრიხებს ახლებურ კონტექსტს მატებს. ნამუშევრის კომპლექსური ხასიათი და დელიკატური ტექსტურები Rhythmic Sonatas ქართული ანდერგრაუნდ სცენის სრულყოფილ მეგზურად აქცევს. HVL -ის მუსიკალური პალიტრა იმდენად მრავალფეროვანია, რომ როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე ის ყველანაირი კომპრომისის გარეშე ახერხებს მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზებას. გიგი ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს. რაც შეეხება HAMATSUKI-ს, მსმენელს მისი დიდი წარდგენა არ სჭირდება. LO-FI ჰაუს ჟღერადობის ყველაზე პოპულარული ქართველი წარმომადგენელი დიდი ხანია HOROOM-ის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. HAMATSUKI-ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა GASP RECORDS, SENSU, ORION ARM და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა.

00:00-02:00 NDRX
02:00-04:00 ZESKNEL (LIVE)
04:00-END KANCHELI
00:00-04:00 HAMATSUKI
04:00-END HVL