BASSIANI/HOROOM: 05.10.19

BASSIANI X VODKAST: DJ SOTOFETT, JD J, HARUKA, DJ YAZI


5 ოქტომბერს, BASSIANI-ზე ნორვეგიელი არტისტი და ლეიბლების პლატფორმის SEX TAG MANIA კურატორი DJ SOTOFETT ტექნო სეტს დაუკრავს. საცეკვაო მუსიკისა და ჰიპ-ჰოპის ჟღერადობის გავლენით, SOTOFETT ფირფიტების შეგროვებით ადრეულ წლებშივე დაინტერესდა, რაც მოგვიანებით მისი მუსიკალურ სივრცესთან ურთიერთობის მთავარი მედიუმად იქცა. SEX TAG MANIA, რომელიც მან საკუთარ ძმასთან ერთად დააფუძნა, ძალიან მალე გასცდა ლოკალურ კონტექსტს და ანდერგრაუნდ მუსიკის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. DJ SOTOFETT-მა დებიუტი ლეიბლზე 2002 წელს შედგა, რის შემდეგაც მან მუსიკის აქტიურად გამოცემა სხვადასხვა პლატფორმებზეც გააგრძელა. დისკოს, აფრობიტის, ჰაუსის და ექსპერიმენტული მუსიკის საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებით, SOTOFETT-მა როგორც საკუთარი, ასევე ლეიბლის შემოქმედებითი გზაც ძალიან საინტერესო მიმართულებით წაიყვანა, რამაც საბოლოოდ მის გავლენიანი სტატუსის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. არტისტი დღემდე თავს არიდებს კომერციულ პლატფორმებს და მიიჩნევს, რომ განვითარების ერთადერთი გზა კომერციალიზაცია და მასშტაბების ზრდა არ არის, პირიქით – მუსიკისთვის ინტიმურობის და ავთენტურობის შენარჩუნება მისი მთავარი პრიორიტეტია. ნორვეგიელი დიჯეის კომპანიონი JD J იქნება, რომელიც ქართველი დიჯეის და ლეიბლ ZEINKALI-ს კურატორის, ჯაბა უჯმაჯურიძის პროექტია. ჯაბა ამავდროულად VODKAST-ის ოჯახის წევრიცაა. მუსიკალური გემოვნება, სელექციის უნარი და დაკვრის ტექნიკა JD J-ს სეტებს საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს, რომელიც ჟანრობრივად და სტილისტურად ყოველთვის საინტერესოდაა დაბალანსებული. რაც შეეხება HOROOM-ის ოთახს, აქ მსმენელს HARUKA & DJ YAZI-ს მოსმენა შეეძლებათ, რომელიც მუსიკალურ სივრცეში კოლაბორაციული პროექტის, TWIN PEAKS სახელითაც არის ცნობილი. DJ YAZI დიდი ხანია რაც ავანგარდული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის, BLACK SMOKER RECORDS-ის წევრია, ხოლო HARUKA ღონისძიებების სერია FUTURE TERROR-ისრეზიდენტია. არტისტების მრავალფეროვანი მუსიკალური გავლენები მათ დიჯეი სეტებზეყოველთვის საინტერესოდ აისახება, რაშიც HOROOM-ის საცეკვაო მოედანიც მალე დარწმუნდება.


00:00-04:00 JD J
04:00-END DJ SOTOFETT
00:00-04:00 HARUKA
04:00-END DJ YAZI