BASSIANI/HOROOM: 06.03.20

DJ STINGRAY, HECTOR OAKS, PARRISH SMITH, HAMATSUKI, MERCURRIO, IKA


DJ STINGRAY, იგივე SHERARD INGRAM ელექტრონული მუსიკისთვის საკულტო ფიგურაა – მუსიკისადმი მისი უკომპრომისო,  არაკონფორმისტული და ინოვაციური მიდგომა მთელი თაობებისთვის სამაგალითოა. INGRAM-ზე საუბარი მისტიკური პროექტის, DREXCIYA-ს გარეშე თითქმის შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროექტი, მათ შორის URBAN TRIBE, საოცრად თვითმყოფადი და ავტონომიურია, DREXCIYA-სთან ასოცირება მისი შემოქმედებითი ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ELECTRIFYING MOJO, KRAFTWERK და PARLIAMENT-ის გავლენით გაზრდილი დეტროიტელმა არტისტმა DREXCIYA-ს წევრის, ჯეიმს სტინტონის ყურადღება მიიქცია: “როდესაც ჯეიმსმა მთხოვა ტურნეში მათთან ერთად წავსულიყავი, ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო. თუ ამას კარიერის კუთხით შევხედავთ, შემიძლია ვაღიარო, რომ მათთან ასოცირებაც კი ჩემთვის ახალ შემოქმედებით ეტაპზე გადასვლა იყო. სახელიც მან მოიფიქრა, სურდა, რომ ჩემი სახელი DJ STINGRAY ყოფილიყო, მე კი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ნიღაბიც ჯეიმსის იდეა იყო, რაზეც თავიდან უარი ვთქვი, რადგან მისი დიზაინი არ მომწონდა. შემდეგ კი, როდესაც მისი სახლი დავტოვე, პოლიციის აქსესუარების მაღაზია ვნახე და მაშინვე მივხვდი თუ როგორი ნიღაბი მჭირდებოდა.“ ასეთ თამამი, ინოვაციური და უნიკალური კოლექტივის გვერდით დაკვრა მისთვის შანსი იყო საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინა. როგორც თვითონ იხსენებს, ყველაზე პროვოკაციული კომპოზიციების დაკვრის დროსაც კი ის თავს თავისუფლად გრძნობდა, რადგან იმ ავტორიტეტის ქვეშ, რომელიც DREXCIYA-ს გააჩნდა, თითოეული სარისკო შემოქმედებითი გადაწყვეტილება ლეგიტიმური და დაფასებული იყო. რასაკვირველია DREXCIYA საკუთარ რეპუტაციას მუსიკის გარდა კონცეპტუალური მიდგომით და მითოსის არსებობით ქმნიდა, მაგრამ SHERARD განმარტავს, რომ ის პირველ რიგში სწორედ მუსიკით იყო მოხიბლული და არა იმ მისტიური საბურველით, რომელიც პროექტს გააჩნდა. ჯეიმსის გარდაცვალებამ DREXCIYA სამუდამოდ შეცვალა, შესაბამისად SHERARD -მა გადაწყვიტა თავისი ბედი მარტოს ეცადა. პირველი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი URBAN TRIBE იყო, რომლის ფარგლებშიც სადებიუტო ალბომი THE COLLAPSE OF MODERN CULTURE 1998 წელს გამოიცა. DJ STINGRAY პროექტის მთავარი სახე და წევრი იყო, თუმცა ძირითადად URBAN TRIBE კოლაბორაციული გაერთიანება იყო, სადაც ANTHONY SHAKIR, CARL CRAIG და KENNY DIXON JR. ერთიანდებოდნენ. URBAN TRIBE 2010 წლამდე აქტიური კოლექტივი იყო, პარალერულად STINGRAY სხვადასხვა სოლო პროექტებზე მუშაობდა, რამაც საბოლოოდ ელექტრო მუსიკის სახედ შექმნა. თუმცა ეს მის მუსიკალურ ჩარჩოს არ შემოსაზღვრავს, პირიქით, მისი შემოქმედება უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ჟანრი, ამაში BASSIANI-ს მსმენელი კიდევ ერთხელ დარწმუნდება. მისი კომპანიონი HECTOR OAKS იქნება, რომელიც კლუბის რეზიდენტი სწორედ 2018 წელს გახდა და ამის შემდეგ მისი ყოველი ვიზიტი ნამდვილ დღესასწაულს წარმოადგენს. მისი მუსიკალური პალიტრის კონკრეტულ ჟანრობრივ ჩარჩოში შემოსაზღვრა შეუძლებელია, რადგან მარათონული სეტების განმავლობაში მადრიდელი არტისტი მსმენელს უამრავ სიახლეს და უცხო ჩანაწერებს სთავაზობს. არტისტი სადებიუტო ალბომი AS WE WERE SAYING წლის ბოლოს სწორედ BASSIANI RECORDS-ზე გამოიცა და ის კლუბის გარშემო განხორციელებულ მაისის მოვლენებს ეხმიანება. თავის მხრივ საინტერესოა PARISH SMITH-ის დაბრუნებაც, რომელსაც მსმენელი Dekmantel, LIES Records News და Contort Yourself-ზე გამოცემული ნამუშევრებით იცნობს.

Hamatsuki-ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა Gasp Records, Sensu, Orion Arm და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. ბევრი წარდგენა არ სჭირდება MERCURRIO-ს , რადგან ის HOROOM-ის ლოიალური მსმენელის საყვარელი დიჯეია. ის ხაზს უსვამს, რომ შემოქმედებითი საქმიანობაში მთავარი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. შესაბამისად ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მუსიკა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი იყოს. მისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცეკვაო მოედანთან ადაპტირების და ინტერაქციის ფაქტორი, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, მსმენელთან უშუალო ურთიერთობისას მიღებული ენერგია ყოველთვის განსაკუთრებულია.  ამ ორ არტისტთან ერთად საინტერესო იქნება კლუბში IKA-ს დაბრუნდება, რომელსაც მსმენელი მრავალფეროვანი და დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით იცნობს.


Please Login to buy tickets