BASSIANI/HOROOM: 06.09.19

INVITED BY RESIDENTS: KANCHELI B2B BMI, NDRX B2B NEBBIERI, NEWA B2B SKYRA, ZITTO B2B JORJICK, KVANCHI B2B ZURKIN, HVL B2B KRAUMUR, MERCURRIO B2B YVES, HAMATSUKI B2B TOKE


6 სექტემბერს BASSIANI / HOROOM ახალ სეზონს კლუბისთვის კარგად ნაცნობი ფორმატით INVITED BY RESIDENTS დაიწყებს. ამ კონცეპტის ფარგლებში რეზიდენტი დიჯეები თავიანთ ფავორიტ არტისტებთან B2B სეტებს დაუკრავენ. ეს საკლუბო ღამე განსაკუთრებულია იმ მიზეზითაც, რომ როგორც BASSIANI, ასევე HOROOM-ის საცეკვაო მოედანი მხოლოდ ქართული მუსიკალური სცენის არტისტებს უმასპინძლებს. სხვადასხვა თაობის და განსხვავებული მუსიკალური გამოცდილების მქონე არტისტების ერთ სივრცეში ამ მასშტაბით შეკრება თავად კლუბის ისტორიისთვისაც უპრეცედენტოა. INVITED BY RESIDENTS-ის ფორმატში ახალი სეზონის გახსნასთან ერთად კლუბში რამდენიმე არტისტის დებიუტიც შედგება. ერთ-ერთი მათგანია სანდრო პაპასკირი, იგივე SKYRA, რომელსაც მსმენელი ასევე ჰაუს პროექტით YT იცნობს. მისი მასპინძელი NEWA იქნება, რომელიც მუსიკას SKYRA-სთან ერთად ლეიბლ ICONTRAX-ზე გამოსცემდა.
თანამედროვე ელექტრონული მუსიკის გამორჩეული წარმომადგენელი და ადგილობრივი ტექნო სცენის უმნიშნელოვანესი ფიგურა ანა კუბლაშვილი სასცენო სახელით NEWA თბილისის საკლუბო სცენაზე 2011 წელს გამოჩნდა. 2012 წელს, მისი სადებიუტო ჩანაწერი გერმანულ Sub.spiele Records-ზე გამოსცა, ხოლო 2016 წელს Bassiani Records-თან თანამშრომლობით მისი კომპოზია Black Eyebrows Are Indifferent BAS002-ის კომპილაციაში შევიდა. კლასიკური მუსიკალური განათლების მქონე პროდიუსერის შემოქმედება როგორც ძველი სკოლის, ასევე ფუტურისტული მუსიკალური მიდგომების სინთეზით ხასიათდება, რაც ადვილად შეიმჩნევა როგორც მის დიჯეი სეტებში, ასევე სტუდიურ ნამუშევრებშიც.
„მე ემოციაზე დამოკიდებული ადამიანი ვარ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მსმენელთან ემოციების გაცვლის პროცესია“ – NEWA, პირველი ქალი არტისტია, რომელმაც საკუთარი მუსიკა Ben Klock-ის ლეიბლზე Klockworks გამოსცა, რასაც ასევე მოჰყვა რელიზები ესპანურ და ფრანგულ პლატფორმებზე Semantica და La Chinerie,რამაც მისი შემოქმედებითი პრიორიტეტები უფრო მკაფიოდ დააფიქსირა.
კლუბის კიდევ ერთი რეზიდენტის, ZITTO-ს არჩევანი კი ქართული ტექნო სცენის პიონერი JORJICK არის, რომლის მუსიკალური ექსპერიმენტები ჯერ კიდევ 90-იან წლების საქართველოში დაიწყო და ბერლინში გაგრძელდა. 2003 წელს ის თბილისში დაბრუნდა და სახელოვნებო სივრცე Lift011 დააფუძნა, რომელიც ბევრი ადგილობრივი არტისტისთვის შემოქმედებითი განვითარების საშუალებად იქცა. იგივე შეიძლება ითქვას Cumbo Records-ზე, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქართული ლეიბლი იყო, რომელსაც საერთაშორისო აღიარება მოჰყვა. ადგილობრივი ტექნო სცენის პიონერი ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს, რაც მის მუსიკაში აქტიურად გამოიხატება.
CTM FESTIVAL, AMSTERDAM DANCE EVENT, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD, პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში დაკვრის შემდეგ აშკარაა, რომ ZITTO ლოკალური არტისტის კონტექტს გაცდა. თუმცა მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი მას თბილისის ტექნო სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მის გემოვნებაზე ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტის ტრადიციული ჟღერადობის გავლენა შეიმჩნევა, ZITTO მუსიკალურ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ის ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური სივრცისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ერთ კონტექსტში მოქცევას, რის გამოც მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა.
NDRX ქართული ელექტონული მუსიკის სცენის აქტივისტი და კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ამ სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართველმა არტისტმა ისეთ ფესტივალებსა და კლუბებში დაუკრა, როგორებიცაა Exit Festival სერბეთში, CTM Festival, ფრანკფურტის Robert Johnson, Berghain, ნიუ იორკის კლუბი Basement, სიეტლში მდებარე ქვიარ სივრცე Kremwerk, ODD ბრაზილია, Fasforward კოპენჰაგენი, Spielraum და Herrensauna-ს ქვიარ ღამეები ამსტერდამსა და ბერლინში. NDRX-ის შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია 11TH, ქართველი არტისტების მიერ დაარსებული გაერთიანება, რომელსაც ადგილობრივი მუსიკალური სცენის განვითარებაში დღემდე განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. მისი კომპანიონი იქნება მარიტა ნებიერიძე პროექტით NEBIERI, რომლის მუსიკალური დებიუტიც ამ საცეკვაო მოედანზე შარშან შედგა. NEBIERI-ს სეტები სტილისტური მრავალფეროვნებით და საინტერესო სელექციით გამოირჩევა, რაშიც HOROOM-ის მსმენელი რამდენეჯერმე დარწმუნდა, ამჯერად კი მისი მუსიკა BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზეც გაჟღერდება.
KANCHELI და BMI-ის დუეტი ერთ-ერთი ყველაზე ორგანული კოლაბორაციაა, რომელიც ამ სცენაზე შეიძლება გავიხსენოთ. მათი მუსიკალური გამოცდილება და დაკვრის სტილი ხშირად იდეალურად სინქრონიზირდება, რაშიც ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდით. გიორგი ყანჩელის კარიერა ათ წელზე მეტს ითვლის და ძირითადად ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირდება. მუსიკასთან მისი პროფესიული შეხება თბილისის ჯაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. KANCHELI-ს კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბ BERGHAIN-ში მიიწვიეს, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა. ბაკურ მეტრეველი, იგივე BMI ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მუსიკალური პროდიუსერია – ის პროექტების 3SULI, SOULVENT და OCHTACHORON წევრია, რომელის ფარგლებშიც, ბოლო წლებში რამდენიმე საინტერესო ჩანაწერი გამოიცა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ ლეიბლ DE RE-ზე გამოცემული ალბომი LAND OF META, რომელიც 2018 წლის ერთ-ერთი საინტერესო ჩანაწერია. BMI-ის დიჯეი სეტები არტისტის სტუდიური საქმიანობის ველს სცილდება და სხვა, უფრო ფართო მუსიკალურ სივრცეებსაც მოიცავს. სტილი მას თბილისის ტექნო სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მის გემოვნებაზე ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტის ტრადიციული ჟღერადობის გავლენა შეიმჩნევა, ZITTO მუსიკალურ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ის ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური სივრცისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ერთ კონტექსტში მოქცევას, რის გამოც მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა.თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისi დიჯეი სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. KVANCHI-ს კომპანიონი ამჯერად ZURKIN იქნება, რომელიც ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ჩვენი საკლუბო სცენის ნამდვილი მარგალიტია. ის პირველი და ერთადერთი მოქმედი მუსიკალური მაღაზიის, VODKAST -ის და ლეიბლ VODKAST RECORDS -ის თანადამფუძნებელია. განსაკუთრებული მუსიკალური გემოვნება და ტექნიკური უნარ-ჩვევები ZURKIN -ის დიჯეი სეტებს საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს.
HVL-ის შემოქმედებითი საქმიანობა ბოლო წლებში განსაკუთრებით საინტერესო გახდა. გასული წლის ალბომ, OSTATI-ს და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ HVL თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. წლევანდელ გაზაფხულზე კი, BASSIANI RECORDS-ზე მისი მორიგი ალბომი RHYTMIC SONATAS გამოიცა, რომელიც ეროვნული სტადიონის ქვეშ არსებული ჟღერადობის არტისტულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. საცეკვაო რიტმების გარდა, არტისტი ალბომში აქცენტს ატმოსფერულ ფონზეც აკეთებს, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ შტრიხებს ახლებურ კონტექსტს მატებს. ნამუშევრის კომპლექსური ხასიათი და დელიკატური ტექსტურები Rhythmic Sonatas ქართული ანდერგრაუნდ სცენის სრულყოფილ მეგზურად აქცევს. HVL -ის მუსიკალური პალიტრა იმდენად მრავალფეროვანია, რომ როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე ის ყველანაირი კომპრომისის გარეშე ახერხებს მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზებას. გიგი ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს. მასთან ერთად HOROOM-ის სცენაზე KRAUMUR დაუკრავს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა დიჯეი აქტიურად სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, სეტის დაკვრის დროს მისი სელექციის უნარი ყურადღებას ადვილად იქცევს. მელოდიური და ენერგიული კომპოზიციები, რომელსაც KRAUMUR მსმენელს მუდმივად სთავაზობს, HOROOM-ის სივრცეში ყოველთვის განსაკუთრებულად დაფასებულია.
Mercurrio ელექტრონული მუსიკის არტისტ დიტო ჩიქოვანის სასცენო ფსევდონიმია. მუსიკალურ სივრცეში დიტოს პირველი ნაბიჯები კლასიკურ მუსიკას უკავშირდება, თუმცა მოგვიანებით მისი ინტერესთა სფერო მნიშვნელოვნად გაიზარდა, რისი შედეგიც ელექტრონულ მუსიკასთან დაახლოება აღმოჩნდა. “მუსიკის წერა ჩემთვის ძალიან ინტიმური და ამადროულად სპონტანური პროცესია. მთავარი გასაღები მაინც ინსპირაციების თავმოყრა და განწყობის სწორი მიმართულებით მიცემაა“ – Mercurrio ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შემოქმედებით საქმიანობაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. რაც შეეხება დიჯეინგს და მუსიკის დაკვრას, ქართველი არტისტისთვის მთავარი მუდმივი გამოწვევების წინაშე დგომა და ახლებური გამოცდილების მიღებაა. HOROOM-ის რეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ საქმიანობაში მისი მთავარი მოტივაცია მუსიკის სიყვარული და ამ მედიუმის გავლით მსმენელთან ურთიერთობაა. INVITED BY RESIDENTS ღამეს ის YVES-ის გვერდიგვერდ დაუკრავს, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია რაც საკლუბო სივრცეში გამოჩნდა, მაგრამ თავის დამკვიდრება უკვე წარმატებით შეძლო.
HAMATSUKI დიდი ხანია კლუბის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. შესაბამისად , გასაკვირი არ არის, რომ HOROOM RECORDS პირველ გამოცემაში Francis Harris-ის გვერდით სწორედ მის კომპოზიციებს ვხვდებით. HAMATSUKI -ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა GASP RECORDS, SENSU, ORION ARM და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. თოკე ნიკოლაიშვილი კი ქართველი პროდუსერი და ლაივ არტისტია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ლაივ ფორმატში თამამად გვიზიარებს საკუთარ მუსიკას. გარდა იმისა, რომ იმ სტუდიაში აქტიურად მუშაობს, აღსანიშნავია ისიც, რომ არტისტი ძალიან ხშირად უკრავს დიჯეი სეტებს და ლაივებს, რითაც მსმენელთან კომუნიკაციას კიდევ უფრო მარტივად ახერხებს.

00:00-03:00 ZITTO B2B JORJICK
03:00-05:00 KANCHELI B2B BMI
05:00-07:00 NDRX B2B NEBBIERI
07:00-END NEWA B2B SKYRA
00:00-03:00 HVL B2B KRAUMUR
03:00-05:00 HAMATSUKI B2B TOKE
05:00-07:00 KVANCHI B2B ZURKIN
07:00-END MERCURRIO B2B YVES