BASSIANI/HOROOM: 06.12.19

ANTHONY LINELL, THE EMPIRE LINE, IRON SIGHT, VARG, VANITY PRODUCTIONS


6 დეკემბერს, ლეიბლის თანადამაარსებელი და კურატორი Christian Stadsgaard სოლო პროექტით Vanity Productions წარდგება, რომელიც მუდმივ ექსპერიმენტებსა და საინტერესო მუსიკალურ აღმოჩენებზე ორიენტირდება. ერთის მხრივ სკანდინავიური კულტურის და ამავდროულად “musique concrète”-ს მეთოდების სინთეზი Vanity Productions-ს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტულ პროექტად აქცევს. იმავე ღამეს Stadsgaard თავის დიდი ხნის კოლაბორატორთან და შვედეთის ელექტრონული მუსიკის სცენის წამყვან არტისტთან, Varg-თან და Isak Hansen (iron sight) ერთადაც წარდგება, პროექტით The Empire Line. ამ სახელით მუსიკოსებმა ჩანაწერები ლეიბლებზე Avian და Northern Electronics გამოსცეს. Anthony Linell იგივე Abdulla Rashim ის იშვიათი არტისტია, Bassiani-ს 5 წლიანი ისტორიის ყველა ეტაპზე კლუბის იდენტობის განსაზღვრაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი, რომ შეჰქონდა. Northern Electronics ის მთავარი პლატფორმაა, სადაც Linell-ის მუსიკალური პრიორიტეტები ყველაზე კარგად გამოიკვეთა. Varg-თან ერთად დაარსებული ლეიბლი ტექნოს და ექსპერიმენტული ელექტრონული ჟღერადობის გადაკვეთის წერტილებზე ორიენტირდება და ეს ზუსტად ის სივრცეა, სადაც შვედი არტისტი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. “ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, იმ ადამიანების, კონცეპტუალური იდეების და ცნობიერების ნაკადის დამსახურებაა, რომლითაც მე გარშემორტყმული ვარ – სწორედ აქედან ვიღებ ენერგიას და შთაგონებას. “ – Anthony Linell-მა საკუთარი იდენტობის შესანიღბად პროექტი Abdulla Rashim და ლეიბლი a.r.r შექმნა, თუმცა წლების შემდეგ გააცნობიერა, რომ ბევრად მეტი მუსიკალური მიზნის მიღწევა სურდა. Acronym, Korridor, Dorisburg, The empire line და სხვა საინტერესო მუსიკოსების დამსახურებით Northern Electronics ელექტრონული მუსიკის მოწინავე პლატფორმად იქცა, რომელიც წლების განმავლობაში Bassiani-ს ხშირი სტუმარიც გახდა. Varg არა მხოლოდ კონკრეტული ლეიბლებისთვის, არამედ მთლიანად ელექტრონული მუსიკის სივრცისთვის საკვანძო პროდიუსერია. მისი შემოქმედებითი მრავალფეროვნება და პროდუქტიულობა, რომელიც უამრავ საინტერესო პროექტსა თუ ჩანაწერში გამოიხატება, მთავარი მიზეზია, რის გამოც Varg-ისგან ყოველწლიურად რაღაც მნიშვნელოვანს ველით. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე მას დაახლოებით 25 ჩანაწერი აქვს გამოცემული, მათ შორის ისეთ ლეიბლებზეც, როგორებიცაა Field Records, Opal Tapes, Semantica, Posh Isolation. მშობლიურ პლატფორმა გამოცემულ კრებულებს შორის აღსანიშნავია კასეტაზე ჩაწერილი ალბომი “ჟინვალი”, რომელიც საქართველოში მიღებული კულტურული გამოცდილებით არის შთაგონებული. მისი დისკოგრაფიისთვის დამახასიათებელია ექსპერიმენტული და ხისტი მიდგომა, რომელიც როგორც ემბიენტ ტექნო ჩანაწერებში, ასევე უფრო მეტად საცეკვაო ორიენტაციის კომპოზიციებშიც ნათლად იკითხება.

 

Shanti Celeste ბრისტოლელი (წარმოშობით ჩილელი) დიჯეია, რომელმაც სადებიუტო ჩანაწერი Need Your Lovin’ (Baby) საკუთარ ლეიბლზე BRSTL ჯერ კიდევ 2013 წელს გამოსცა. კარიერის საწყის წლებში ის ბრისტოლში მდებარე კლუბის Housework რეზიდენტი დიჯეი იყო, თუმცა შემოქმედებით საქმიანობაზე უფრო მეტად ფოკუსირებისთვის გადაწყვიტა, რომ საცხოვრებლად ბერლინში გადასულიყო, რასაც მალევე მოჰყვა კიდევ ერთი ახალი პლატფორმის, Peach Discs-ის დაფუძნება. პარალელურად Celeste ისეთი კლუბების და ფესტივალების მუსიკალურ შემადგენლობებში აღმოჩნდა, როგორებიცაა Berghain, Corsica Studios, Dekmantel, Meadows in the Mountains და სხვა. მიუხედავად იმია, რომ მისი მუსიკა ძირითადად ჰაუს და ტექნო ჟღერადობაზე ორიენტაციით გამოირჩევა, Celeste არ ერიდება ექსპერიმენტებს და ბრისტოლის სცენისთვსი დამახასიათებელ სპონტანურობასაც. მისი კომპანიონი თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI იქნება. თორნიკე ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია.

Please Login to buy tickets