BASSIANI/HOROOM: 07.02.20

BASSIANI X SPIELRAUM: MCMLXXXV, KI/KI, POLLY F, AFRA


SPIELRAUM ამსტერდამის კლუბ RADION-ში დაფუძნებული ქვიარ ღამეების სერიაა, რომლის მიზანია ელექტრონული მუსიკის სცენისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური სივრცე შექმნას, სადაც განსხვავებული ადამიანები ერთად ყოფნისას კომფორტულად იგრძნობენ თავს. 2017 წელს დაარსებული სერია წვეულებებს პერიოდულად ამსტერდამის გარეთაც მართავს, თუმცა მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც მსგავსი იდეოლოგია უკვე არსებობს – BASSIANI კი სწორედ ასეთი სივრცეა, ამიტომ 7 თებერვალს კლუბის საცეკვაო მოედანი SPIELRAUM-ს უმასპინძლებს. კლუბის მთავარ სივრცეში HERRENSAUNA-ს დამფუძნებელი   და რეზიდენტი დიჯეი MCMLXXXV და KI/KI, ხოლო HOROOM-ის ოთახში AFRA და POLLY F-ს მოსმენა იქნება შესაძლებელი. MCMLXXXV ბერლინის სცენაზე ჰედონისტური ორიენტაციის საკლუბო წვეულებებით და მრავალფეროვანი გემოვნებით ცნობილი არტისტია, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ქართველი მსმენელი მას ძალიან კარგად იცნობს, თუმცა საინტერესო სიახლე იქნება SPIELRAUM-ის რეზიდენტის და ამსტერდამის საკლუბო კულტურისთვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტის, KIKI WESSELO მოსმენა, რომელიც თავის სეტებში ესიდ ჟღერადობასა და ტრანს მიმდინარეობაზე აქცენტით გამოირჩევა.

AFRA ელექტრონული მუსიკით 2000-იანი წლების დასაწყისში, 16 წლის ასაკში დაინტერესდა. DJ HELL, TIGA, I-F და სხვა არტისტების გავლენით მანდ მუსიკის დაკვრა ამსტერდამის სხვადასხვა კლუბებსა და საფესტივალო სივრცეებში დაიწყო, თუმცა ბევრი ფაქტორის გამო გადაწყვიტა მუსიკისგან პაუზა აეღო და სამკაულების დიზაინერობა სცადა. ეს უკანასკნელი მისთვის ძალიან წარმატებული კარიერის მომტანი აღმოჩნდა, თუმცა პარალელურად AFRA-მ გააცნობიერა, რომ მუსიკა მისი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სცენაზე დაბრუნება გადაწყვიტა. BURNING, RED LIGHT RADIO და OPERATOR RADIO-ს მხარდაჭერით ძალიან მალე AFRA ამსტერდამის საკლუბო სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა და SPIELRAUM-ის წვეულებების რეგულარული დიჯეიც გახდა. ის თბილისში პირველად სწორედ SPIELRAUM-ის ღამეზე დაუკრავს. მისი კომპანიონი კი POLLY F იქნება, რომლის სახელი ხშირად ამსტერდამის საუკეთესო წვეულებებთან ასოცირდება. მისი მოსმენა HOROOM-ის ოთახში იქნება შესაძლებელი.


00:00-04:00 KI/KI
04:00-END MCMLXXXV
00:00-04:00 POLLY F
04:00-END AFRA