BASSIANI/HOROOM: 07.12.18

BASSIANI: ANTIGONE | NEWA
HOROOM: JOEY ANDERSON | KVANCHI

7 დეკემბერს, BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე ფრანგული ტექნო სცენის გამწევი ძალა და მენტორი Antigone და ქართული ტექნო მოძრაობის ავანგარდში მდგომი პროდიუსერი Newa დაუკრავენ.
პარიზის სახელოვანი კლუბის რეზიდენტი, Token Records-ის და Concrete Music-ის მთავარი ფლაგმანი დიჯეინგის გამორჩეული უნარებითა და ინტენსიური ტრეკების სელექციით გამოირჩევა. მისი სადებიუტო ალბომი RISING 2018 წლის ნოემბერში Token Records-ზე გამოიცა.
კლასიკური მუსიკალური განათლების მქონე ანა კუბლაშვილი ელექტრონული მუსიკის სცენაზე 2011 წელს გამოჩნდა და ჩანაწერები გამოსცა ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა: BASSIANI RECORDS, Semantica Records, Klockworks.
HOROOM-ის ოთახში ნიუ-ჯერსელი დიჯეი და პროდიუსერი, Joey Anderson Inimeg Records-ის დამაარსებელი Joey Anderson დაუკრავს, რომელიც მისი უნიკალური სტილისა და ჟღერადობის გამო ამერიკული ჰაუსის პიონერებისა და ინოვატორების გზის ღირსეულ გამგრძელებლად ითვლება. მასთან ერთად დაუკრავს BASSIANI RECORDS-ის A&R და HOROOM-ის რეზიდენტი Kvanchi, რომლის მუსიკალურ საქმიანობას დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ-იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა განსაზღვრავს.


BASSIANI
00:00-04:00 NEWA
04:00-END ANTIGONE
HOROOM
00:00-04:00 KVANCHI
04:00-END JOEY ANDERSON