BASSIANI/HOROOM: 08.03.2019

ZADIG, SIMO CELL, AKIRAHAWKS, ZURKIN, N AO


ფრანგული ტექნო სცენის გაცოცხლებაში ძალიან ცოტა ადამიანს მიუძღვის იმდენი წვლილი, რამდენიც ZADIG-ს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი ლეიბლი CONSTRUCT RE-FORM სცენის ისეთ წარმომადგენლების ძირითად პლატფორმად იქცა, როგორებიც ANTIGONE, BIRTH OF FREQUENCY და VOISKI არიან. თუმცა ZADIG-ის მუსიკასთან ურთიერთობა ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ფრანგული ტექნო სცენის ახალი ტალღა. ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ 90-იანი წლების საცეკვაო მუსიკა მისი შთაგონების მთავარი წყაროა – JEFF MILLS, ROBERT HOOD, LUKE SLATER და DANIEL BELL კი ის არტისტები, რომლებმაც მის შემოქმედებით საქმიანობაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

მისი მუსიკალური მოგზაურობა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რუანში დაიწყო, სადაც, როგორც თვითონ იხსენებს, ტექნოსდიდი ტრადიცია არ არსებობდა. შესაბამისად, რამდენიმე პატარა კლუბში რეზიდენტ არტისტად ყოფნისშემდეგ მან გადაწყვიტა საცხოვრებლად პარიზში გადასულიყო, სადაც ის ხმის ინჟინერ MATHIEU BERTHET-სშეხვდა. MATHIEU-სთანურთიერთობისას ZADIG მიხვდა, რომ საცეკვაო მუსიკისადმი მისი ინტერესი დიჯეინგის სპეციფიკას სცდებოდა და სურდა კომპოზიციები თავადაც შეექმნა. მისი სტუდიური ექსპერიმენტების პირველი შედეგი 2009 წელს PLASTIC REC-ზე გამოცემული კომპოზიცია VISION იყო, სადაც ფრანგმა არტისტმა ფაქტიურად პატივი მიაგო დეტროიტ ტექნოს მემკვიდრეობას. ამის შემდეგ SYNCROPHONE RECORDINGS-ზეგამოდის ZADIG-ისახალი EP, DARK NEBULA, რომელმაც მას, როგორც პროდიუსერს ძალიან ბევრი ლეიბლის კარი გაუღო. თუმცა, მუსიკოსმა გადაწყვიტა თავად შეექმნა პლატფორმა, რომელიც როგორც თავისი, ასევე სცენის სხვა საინტერესო წარმომადგენლებს შემოკრებდა. CONSTRUCT RE-FORM-მაეს მისია წარმატებულად შეასრულა და ANTIGONE, BIRTH OF FREQUENCY, VOISKI და JONAS KOPP-ისრელიზებისწყალობით, ფრანგული ტექნო სცენის ამსახველი შესანიშნავი კატალოგიც შექმნა.
8 მარტს ZADIG-ის კომპანიონი ფრანგი არტისტი SIMO CELL იქნება, რომელსაც სცენის ფორმირებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მისი შემოქმედება ხშირად ბრიტანული საცეკვაო მუსიკის შტრიხებს შეიცავს და ბრისტოლის გავლენასაც განიცდის, რის გამოც SIMO CELL-ისკონკრეტულ ჟანრობრივ ჩარჩოში მოქცევა ძალიან რთულია. არტისტის დიჯეი სეტების ძალიან ადაპტური და კონტექსტუალურია, რის გამოც შეუძლებელია იწინასწარმეტყველო თუ რას უნდა ელოდო მისგან.
AKIRAHAWKS შესაძლოა ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი იყოს მათ შორის, რომლის შესახებაც არც თუ ისე ხშირად გსმენიათ. ბერლინის წამყვანი ღონისძიებების სერიის, HOMOPATIK -ის და BUTTONS-ისრეზიდენტი თანამედროვე საცეკვაო მუსიკის ცალსახად საინტერესო პერსონაა. რამდენიმე წლის წინ SHINGO SUWA-სერთად მან პროექტი LOVE COMEDY შექმნა, რომელიც ძირითადად ჯემ-სესიების ფარგლებში ჩაწერილ კომპოზიციებს ლეიბლზე HOUSE MANNEQUIN აქვეყნებს. თავის მხრივ HOUSE MANNEQUIN მხოლოდ AKIRAHAWKS და მისი მეგობრების, TAKIMI MANNEQUIN და SHINGO SUWA-სნამუშევრებზე ფოკუსირდება. როგორც არტისტები აცხადებენ, ლეიბლის მიზანია დისკოს ავთენტური და სულიერი მხარე შეინარჩუნოს. AKIRAHAWKS-თან ერთად HOROOM-ის ოთახში VODKAST RECORDS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამორჩეული არტისტი ZURKIN დაუკრავს. ამავე საკლუბო ღამეს ლოკალური სცენის ახალგაზრდა დიჯეის N AO-ს დებიუტიც შედგება.

00:00-04:00 SIMO CELL
04:00-END ZADIG
00:00-03:00 N AO
03:00-06:00 AKIRAHAWKS
06:00-END ZURKIN