BASSIANI/HOROOM: 10.01.20

MARCEL FENGLER, KANCHELI, NINASUPSA, YVES


10 იანვარს, კლუბი BASSIANI, ბერლინური ტექნო ლეიბლის IMF (INDEX MARCEL FENGLER) დამაარსებელს და O-TON-ის ოჯახის წევრს, MARCEL FENGLER-ს უმასპინძლებს. კლუბის მთავარი საცეკვაო მოედნისთვის კარგად ნაცნობი დიჯეის სეტებში ხშირად შეხვდებით ექსპერიმენტებს, სპონტანურ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, განსხვავებული ჟანრებისა და სტილის ერთობლიობას. გარდა იმისა, რომ FENGLER შთამბეჭდავი სოლო კარიერით გამოირჩევა, აღსანიშნავია მისი, როგორც ლეიბლის კურატორის როლიც. ის ხაზს უსვამს, რომ პლატფორმის კონცეფციას ახალი ტალანტების აღმოჩენა და საინტერესო კოლაბორაციების ხელშეწყობა წარმოადგენს. თუ IMF-ს დისკოგრაფიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ბერლინელი არტისტი უკომპრომისო და ნონკომფორმისტული ტექნო ჟღერადობის მიმდევარია. KANCHELI-ს მუსიკასთან პირველი პროფესიული შეხება თბილისის ჟაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და პირველი რელიზებიც გამოსცა. მისი კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში იქნა მიწვეული, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა.

HOROOM-ის ოთახში მსმენელი NINASUPSA-ს მოსმენას შეძლებს,  ქართველი დიჯეის, ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტს წარმოადგენს. მუსიკასთან მისი ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, მრავალფეროვანი და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობების მიმართ ინტერესი მისი გემოვნების ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორი გახდა. NINASUPSA-სთვის შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ბგერითი სიგნალი – 90-იანი წლების პოპ მუსიკით დაწყებული და BOARDS OF CANADA-ს შემოქმედებით დამთავრებული. ნინას კომპანიონობას ივა მიქიაშვილი პროექტით YVES გაუწევს, რომელიც ხვეწილი გემოვნების და საცეკვაო მოედანთან ურთიერთობის საინტერესო სტილის გამო, ის რამდენიმე წელია ლოკალური კლუბების ხშირი სტუმარი გახდა.


00:00-04:00 KANCHELI
04:00-END MARCEL FENGLER
00:00-04:00 NINASUPSA
04:00-END YVES