BASSIANI/HOROOM: 11.01.19

BASSIANI: ANTHONY LINELL, VARG, ZITTO
HOROOM: FLORIST, KVANCHI


ANTHONY LINEL  იგივე ABDULLA RASHIM ის იშვიათი არტისტია, რომელსაც ლეიბლ NORTHERN ELECTRONICS-თან ერთად BASSIANI-ს ხუთწლიანი ისტორიის ყველა ეტაპზე კლუბის იდენტობის განსაზღვრაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. NORTHERN ELECTRONICS-ის მთავარი პლატფორმაა, სადაც LINEL-ის მუსიკალური პრიორიტეტები ყველაზე კარგად გამოიკვეთა. VARG-თან ერთად დაარსებული ლეიბლი ტექნოს და ექსპერიმენტული ელექტრონული ჟღერადობის გადაკვეთის წერტილებზე ორიენტირდება და ეს ზუსტად ის სივრცეა, სადაც შვედი არტისტი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. “ლეიბლთან ერთად ჩემი მიზანი იყო შემექმნა პლატფორმა, რომელიც ჩემს და ჩემს ირგვლივ არსებულ შემოქმედებით გარემოს ასახავდა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, იმ ადამიანების, კონცეპტუალური იდეების და ცნობიერების ნაკადის დამსახურებაა, რომლითაც მე გარშემორტყმული ვარ – სწორედ აქედან ვიღებ ენერგიას და შთაგონებას. “ – ANTHONY LINEL-მა საკუთარი იდენტობის შესანიღბად პროექტი ABDULLA RASHIM და ლეიბლი A.R.R შექმნა, თუმცა წლების შემდეგ გააცნობიერა, რომ ბევრად მეტი მუსიკალური მიზნის მიღწევა სურდა. ACRONYM, KORRIDOR, DORISBURG, THE EMPIRE LINE და სხვა საინტერესო მუსიკოსების დამსახურებით NORTHERN ELECTRONICS ელექტრონული მუსიკის მოწინავე პლატფორმად იქცა, რომელიც წლების განმავლობაში BASSIANI-ს ხშირი სტუმარიც გახდა.

VARG არა მხოლოდ NORTHERN ELECTRONICS, არამედ მთლიანად ელექტრონული მუსიკის სივრცისთვის საკვანძო პროდიუსერია. მისი შემოქმედებითი მრავალფეროვნება და პროდუქტიულობა, რომელიც უამრავ საინტერესო პროექტსა თუ ჩანაწერში გამოიხატება, მთავარი მიზეზია, რის გამოც VARG-ისგან ყოველწლიურად რაღაც მნიშვნელოვანს ველით. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე მას დაახლოებით 25 ჩანაწერი აქვს გამოცემული, მათ შორის ისეთ ლეიბლებზეც, როგორებიცაა FIELD RECORDS, OPAL TAPES, SEMANTICA, POSH ISOLATION. მშობლიურ პლატფორმა გამოცემულ კრებულებს შორის აღსანიშნავია კასეტაზე ჩაწერილი ალბომი “ჟინვალი”, რომელიც საქართველოში მიღებული კულტურული გამოცდილებით არის შთაგონებული. მისი დისკოგრაფიისთვის დამახასიათებელია ექსპერიმენტული და ხისტი მიდგომა, რომელიც როგორც ემბიენტ ტექნო ჩანაწერებში, ასევე უფრო მეტად საცეკვაო ორიენტაციის კომპოზიციებშიც ნათლად იკითხება.

საკლუბო ღამეს გახსნის ადგილობრივი ტექნო სცენის წამყვანი არტისტი ZITTO, რომლის მოსმენაც წელს ADE, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD , პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში შეიძლებოდა. მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი ZITTO-ს სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს. HOROOM-ის ოთახი ვანკუვერის მუსიკალური სცენის წარმომადგენელ FLØRIST-ს მასპინძლობს, რომელიც მუსიკას აქტიურად 2015 წლიდან გამოსცემს. მის დისკოგრაფიაში ადვილი შესამჩნევია აქცენტი ჰაუსის ღრმა და მელოდიურ ასპექტებზე, რაც კანადელი არტისტის დიჯეი სეტებსაც მკვეთრად ახასიათებს.საცეკვაო მოედანზე მისი კომპანიონი კლუბის რეზიდენტი თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI იქნება. BASSIANI-ს ბაზაზე დაფუძნებული ლეიბლის, BASSIANI RECORDS-ის კურატორს და თბილისის სცენის გამორჩეული სელექტორს HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. შესაბამისად, მშობლიურ HOROOM-ში მისი დაბრუნება ყოველთვის საინტერესოა.


BASSIANI
00:00-03:00 ZITTO
03:00-04:00 VARG (LIVE)
04:00-END ANTHONY LINELL
HOROOM
00:00-04:00 KVANCHI
04:00-END FLORIST