BASSIANI/HOROOM: 11.10.19

ODD FANTASTIC NIGHT: DR.RUBINSTEIN, NAZIRA, OCTO OCTA, ERIS DREW


ODD FANTASTICS შემოქმედებითი პლატფორმაა, რომელიც ელექტრონული მუსიკის სცენის ენთუზიასტებს აერთიანებს – არტისტებს, რომლებიც თავიანთი მუსიკით სცენას ახალ იდეებს შთააგონებენ. ODD FANTASTICS-ის შოუქეისის ფარგლებში კლუბი BASSIANI არტისტებს DR. RUBINSTEIN და NAZIRA უმასპინძლებს. ბერლინში მოღვაწე თელ-ავიველი დიჯეის, MARINA RUBINSTEIN-ის კარიერის პირველი ნაბიჯები 90-იანი წლების ჰიპნოტური ესიდ საუნდის და რეივ კულტურის გავლენით გადაიდგა. საკუთარ საკლუბო გამოცდილებას RUBINSTEIN არტისტული საქმიანობის მთავარ მოტივაციად მიიჩნევს: “როდესაც მუსიკა ამის შესაძლებლობას გაძლევს, შეგიძლია გონება ყველაფრისგან გაითავისუფლო და ისე იცეკვო. ჩემთვის ეს განცდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ბედნიერება მოაქვს”. არტისტის შემოქმედებითი საქმიანობა ძალიან კარგად ასახავს მის გავლენებს. სწორედ ამიტომ DR. RUBINSTEIN-ის სეტები ხშირად 90-იანი წლების რეივ კულტურის საინტერესო ანარეკლია, რაც BASSIANI-ს საცეკვაო მოედნისთვის უცხო მოვლენა არაა. რაც შეეხება NAZIRA-ს, ის დღეს ყაზახეთის ელექტრონული მუსიკის სცენის ავანგარდში დგას. კლუბ ZVUK დამფუძნებელი თავისი მიდგომით ალმაატის საკლუბო სივრცის სამომავლო კონტურებს ხაზავს და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფენომენად აყალიბებს.

 

პარალელურად HOROOM-ის ოთახი ERIS DREW და OCTO OCTA-ს მასპინძლობს. გარდა იმისა, რომ ორივე მათგანი მოცემული მომენტის ძალიან საინტერესო არტისტია, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მათი როლი ლგბტქ, განსაკუთრებით კი ტრანს თემის გაძლიერებასა და საცეკვაო მუსიკასთან ინტეგრირებაში. ილინოისელი ERIS DREW და OCTO OCTA კლუბ T4T LUV NRG-ის დამფუძნებლებლი და ხშირი B2B პარტნიორები არიან. მათი პიროვნული და მუსიკალური ღირებულებები იმდენად ახლოს არის, რომ არტისტები უკვე დიდი ხანია უამრავი კოლაბორაციული პროექტის სათავეში არიან. HOROOM-ის საცეკვაო მოედანი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური და სწორი ადგილია, სადაც ERIS DREW და OCTO OCTA-ს შემოქმედება შეიძლება გაზიარდეს და 11 ოქტომბერს ამ ყველაფრის მოწმე გავხდებით.

00:00-03:30 NAZIRA
03:30-END DR.RUBINSTEIN
00:00-04:30 OCTO OCTA & ERIS DREW
04:30-END ZURKIN