Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI/HOROOM: 12.01.18

12 იანვარს, კლუბი BASSIANI / HOROOM, ამსტერდამში დაფუძნებული ფესტივალის, ივენთების სერიისა და ლეიბლის DEKMANTEL-ის შოუქეისს უმასპინძლებს. BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე დაუკრავენ: ტექნოს ახალი თაობის გამორჩეული წარმომადგენელი, ამერიკელი არტისტი CHARLES DUFF, იგივე MATRIXXMAN, რომლის ჩანაწერები მომავლის ტექნოლოგიებით და პოსტ-აპოკალიპტური კონცეფციებით არის შთაგონებული და გამოდის ლეიბლებზე: GHOSTLY INTERNATIONAL, DEKMANTEL, PLANET RHYTHM, HERRENSAUNA. ბრიტანული საკლუბო სცენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი RANDOMER, გამოიცემა ლეიბლებზე HAMLOCK RECORDINGS, L.I.E.S, HESSLE AUDIO, CLONE, მისი სეტები კი თანამედროვე ბასის და კლასიკური ტექნოს სინთეზს წარმოადგენს. HOROOM-ის ოთახში, ნიდერლანდების საუკეთესო სელექტორი დუო DEKMANTEL SOUNDSYSTEM, ვეტერან კალიფორნიელ DJ – SOLAR-თან ერთად B2B დაუკრავს.


00:00 - 03:30 RANDOMER
03:30 - END MATRIXXMAN
HOROOM
00:00 - END DEKMANTEL SOUNDSYSTEM B2B SOLAR