BASSIANI/HOROOM: 12.07.19

ZITTO, NEWA, OR:LA, MERCURRIO


12 ივლისს BASSIANI საკმაოდ საინტერესო არტისტულ შემადგენლობას მასპინძლობს. კლუბის მთავარ სცენაზე ადგილობრივი ტექნო სცენის წამყვანი არტისტები NEWA და ZITTO დაუკრავენ. NEWA დღეისთვის ყველაზე წარმატებული ქართველი ტექნო არტისტია, რომელიც ძალიან მოკლე დროში საერთაშორისო მუსიკალური სცენის ღირსეულ მონაწილედ იქცა. SEMANTICA RECORDS, KLOCKWORKS, BASSIANI RECORDS და ICONTRAX-ზე გამოცემული კომპოზიციების შემდეგ NEWA-სთვის ახალი შესაძლებლობების კარი გაიხსნა, რაც ქართველმა არტისტმა ძალიან კარგად გამოიყენა. BERGHAIN, AWAKENINGS, ნიუ იორკის KNOCKDOWN CENTER და სხვა წარმატებული კლუბების და ფესტივალების ხშირი სტუმარი თავისი კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპზე იმყოფება, რის გამოც მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. კლუბში BASSIANI მისი დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, თუმცა ამჯერად ის რეზიდენტის სტატუსით უკრავს, რაც კიდევ უფრო საინტერესოა. მისი კომპანიონი კი კლუბის ერთ-ერთი მთავარი სახე ZITTO იქნება, რომელიც CTM FESTIVAL, AMSTERDAM DANCE EVENT, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD, პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში დაკვრის შემდეგ აშკარაა, რომ ლოკალური არტისტის კონტექტს გაცდა. თუმცა მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი მას თბილისის ტექნო სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მის გემოვნებაზე ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტის ტრადიციული ჟღერადობის გავლენა შეიმჩნევა, ZITTO მუსიკალურ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ის ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური სივრცისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ერთ კონტექსტში მოქცევას, რის გამოც მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა.

ORLAGH DOOLEY ირლანდიელი არტისტი და ლეიბლის DEEP SEA FREQUENCY თანადამფუძნებელია, რომელიც ელექტრონული მუსიკის სამყაროში HOTFLUSH RECORDINGS-ზე გამოცემული მუსიკით გახდა ცნობილი. “მე არ ვარ ის არტისტი, რომელიც მუსიკას ძალას ატანს, პირიქით – ვცდილობ შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის მსუბუქი და თავისუფალი იყოს” – პროექტმა OR:LA ძალიან მოკლე დროში დაიმსახურა კრიტიკოსების და მსმენელების პატივისცემა, რადგან მუსიკასთან ურთიერთბის დროს DOOLEY ყოველთვის თავდაჯერებულია. 2017 წელს მან BREAKWAVE-სთან ერთად ლეიბლი DEEP SEA FREQUENCY, სადაც პირველივე ჩანაწერი მისი კრებული KYOTO DANCE იყო, რასაც მალევე მოჰყვა ნამუშევრები ისეთ არტისტებისგან როგორებიც არიან, DJ SEINFELD, CARLTON DOOM, PÉPE. ამჟამად OR:LA მსოფლიოს ბევრ საინტერესო კლუბსა და სახელოვნებო სივრცეში გვხდება და გამონაკლისი არც HOROOM-ის ოთახი იქნება. თავის მხრივ ბევრი წარდგენა არ სჭირდება MERCURRIO-ს , რადგან ის HOROOM-ის ლოიალური მსმენელის საყვარელი დიჯეია. ის ხაზს უსვამს, რომ შემოქმედებითი საქმიანობაში მთავარი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. შესაბამისად ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მუსიკა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი იყოს. მისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცეკვაო მოედანთან ადაპტირების და ინტერაქციის ფაქტორი, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, მსმენელთან უშუალო ურთიერთობისას მიღებული ენერგია ყოველთვის განსაკუთრებულია.


00:00-04:00 ZITTO
04:00-END NEWA
00:00-04:00 MERCURRIO
04:00-END OR:LA