BASSIANI/HOROOM: 13.03.20

RESIDENTS NIGHT: KANCHELI, NDRX, ZITTO, NINASUPSA, HVL, KVANCHI


31 იანვარს BASSIANI კლუბის რეზიდენტების საღამოს უმასპინძლებს – KANCHELI, NDRX და ZITTO-ს HOROOM-ის ოთახში NINASUPSA , HVL და KVANCHI შეუერთდებიან. KANCHELI-ს მუსიკასთან პირველი პროფესიული შეხება თბილისის ჯაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და პირველი რელიზებიც გამოსცა. მისი კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში მიიწვიეს, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა. CTM FESTIVAL, AMSTERDAM DANCE EVENT, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD, პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში დაკვრის შემდეგ აშკარაა, რომ ZITTO ლოკალური არტისტის კონტექტს გაცდა. თუმცა მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი მას თბილისის ტექნო სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მის გემოვნებაზე ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტის ტრადიციული ჟღერადობის გავლენა შეიმჩნევა, ZITTO-ს მუსიკალურ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ის ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური სივრცისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ერთ კონტექსტში მოქცევას, რის გამოც მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა. NDRX ქართული ელექტონული მუსიკის სცენის აქტივისტი და კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ამ სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართველმა არტისტმა ისეთ ფესტივალებსა და კლუბებში დაუკრა, როგორებიცაა Exit Festival სერბეთში, CTM Festival, ფრანკფურტის Robert Johnson, Berghain, ნიუ იორკის კლუბი Basement, სიეტლში მდებარე ქვიარ სივრცე Kremwerk, ODD ბრაზილია, Fasforward კოპენჰაგენი, Spielraum და Herrensauna-ს ქვიარ ღამეები ამსტერდამსა და ბერლინში. 

NINASUPSA ქართველი დიჯეის, ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტია. მუსიკასთან მისი ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, მრავალფეროვანი და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობების მიმართ ინტერესი მისი გემოვნების ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორი გახდა. NINASUPSA-სთვის შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ბგერითი სიგნალი – 90-იანი წლების პოპ მუსიკით დაწყებული და BOARDS OF CANADA-ს შემოქმედებით დამთავრებული. კლუბის საცეკვაო მოედნისთვის ასევე კლუბის უცვლელი რეზიდენტი და ადგილობრიცი სცენის გავლენიანი დიჯეი და პროდიუსერი HVL დაუკრავს. ბოლო წლების გამორჩეულად წარმატებული ქართველი პროდიუსერი HVL როგორც BASSIANI-ს, ასევე HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ერთნაირი წარმატებით ახერხებს მოცეკვავეებთან ურთიერთობას. ამჯერად ის კლუბის მთავარ საცეკვაო მოედანზე  ბრუნდება. მისი ალბომები OSTATI და RHYTHMIC SONATAS, რომლებოიც ბოლო წლების საინტერესო მუსიკალური ჩანაწერებია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს HVL-ს უნარს ზოგად მუსიკალურ სტანდარტებში ადგილობრივი კულტურის ელემენტები გემოვნებიანად და ორიგინალურად შეიტანოს. თორნიკე ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება დიჯეის სეტების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.


Please Login to buy tickets