BASSIANI/HOROOM: 14.02.20

ANTIGONE, NEWA, DAVIS, HAMATSUKI, NINASUPSA


14 თებერვალს BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი ANTIGONE და NEWA-ს უმასპინძლებს. ANTIGONE პარიზელი დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც ბოლო წლებში თანამედროვე ტექნო სცენის მნიშვნელოვან პერსონად ჩამოყალიბდა. მისი კარიერის პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 10 წლის წინ გადაიდგა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ZADIG-თან დაახლოება იყო. 2011 წელს, როდესაც პარიზული ტექნო სცენის გიგანტმა საკუთარი ლეიბლი, Construct Re-Form შექმნა და პირველ მოწვეულ არტისტად Antigone შეარჩია. Forbidden Works ახალგაზრდა ფრანგი არტისტისთვის სადებიუტო რელიზი იყო, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ აბსტრაქტული, ინდუსტრიული ჟღერადობა მისი პრიორიტეტი იყო. აქ თავი მისმა ადრეულმა მუსიკალურმა გავლენებმაც იჩინა, რომელიც ძირითადად მინიმალისტური ორიენტაციებით გამოირჩეოდა. ამ EP-ის გამოსვლის შემდეგ აღებული პაუზა ხელსაყრელი აღმოჩნდა დიჯეინგისთვის, რადგან სწორედ ამ პერიოდში Antigone ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრანგულ კლუბ Concrete-ში მოხვდა. Antigone აღნიშნავს, რომ სხვადასხვა კომპოზიციების მიქსინგი მაშინ არის ეფექტური, როდესაც სივრცე კონკრეტული ატმოსფეროთი იჟღინთება და სეტის დაკვრა ისტორიის მოყოლას ემსგავსება. BASSIANI მსგავსი მოცემულობებისთვის ყოველთვის მზადაა. NEWA დღეისთვის ყველაზე წარმატებული ქართველი ტექნო არტისტია, რომელიც ძალიან მოკლე დროში საერთაშორისო მუსიკალური სცენის ღირსეულ მონაწილედ იქცა. SEMANTICA RECORDS, KLOCKWORKS, BASSIANI RECORDS და ICONTRAX-ზე გამოცემული კომპოზიციების შემდეგ NEWA-სთვის ახალი შესაძლებლობების კარი გაიხსნა, რაც ქართველმა არტისტმა ძალიან კარგად გამოიყენა. BERGHAIN, AWAKENINGS, ნიუ იორკის KNOCKDOWN CENTER და სხვა წარმატებული კლუბების და ფესტივალების ხშირი სტუმარი თავისი კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპზე იმყოფება, რის გამოც მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. კლუბში BASSIANI მისი დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებული შემთვევა იყო, თუმცა ამჯერად ის რეზიდენტის სტატუსით უკრავს, რაც კიდევ უფრო საინტერესოა.

DAVIS ელექტრონული მუსიკის დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც ამავდროულად კლუბის ODD რეზიდენტიცაა. ის ასევე ფლობს და კურატორობს ლეიბლს Their Feelings, რომელიც ახალი არტისტების აღმოჩენასა და საინტერესეო რელიზების გამოცემაზეა ორიენტირებული. საკუთარი ლეიბლის გარდა, DAVIS-ის შემოქმედება ისეთი პლატფორმების დახმარებით ვრცელდება, როგორებიცაა Live at Robert Johnson და Innervisions. მისი მუსიკალური გემოვნება HOROOM-ის ოთახის ატმოსფეროს იდეალურად ემთხვევა, რაც ამ ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ადგილობრივი სცენის უდავოდ გამორჩეული პროდიუსერი Hamatsuki დიდი ხანია კლუბის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. შესაბამისად , გასაკვირი არ არის, რომ HOROOM RECORDS პირველ გამოცემაში Francis Harris-ის გვერდით სწორედ მის კომპოზიციებს ვხვდებით. Hamatsuki-ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა Gasp Records, Sensu, Orion Arm და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. თავის მხრივ ბევრი წარდგენა არ სჭირდება MERCURRIO-ს , რადგან ის HOROOM-ის ლოიალური მსმენელის საყვარელი დიჯეია. ის ხაზს უსვამს, რომ შემოქმედებითი საქმიანობაში მთავარი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. შესაბამისად ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მუსიკა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი იყოს. მისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცეკვაო მოედანთან ადაპტირების და ინტერაქციის ფაქტორი, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, მსმენელთან უშუალო ურთიერთობისას მიღებული ენერგია ყოველთვის განსაკუთრებულია.


00:00-04:00 SKYRA
04:00-END ANTIGONE
00:00-03:00 HAMATSUKI
03:00-06:00 DAVIS
06:00-END MERCURRIO