BASSIANI/HOROOM: 14.06.19

HERRENSAUNA NIGHT: HECTOR OAKS, CEM, SPFDJ, MCMLXXXV, KANCHELI


„ყოველთვის მძიმე მუსიკა მომწონდა. მაგალითად ბლექ მეტალი და ჰარდკორ პანკი. ამ ტიპის მუსიკაში, ისევე როგორც ტექნოში, არსებობს განმეორებითობის ელემენტი. ელექტრონულ მუსიკასთან ურთიერთობა 18 წლის ასაკში დავიწყე, როდესაც საკლუბო ღამეების კეთებით დავინტერესდი“ – CEM-ის მუსიკალური საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ბერლინში დაფუძნებულ ქვიარ ღამეების სერიასთან HERRENSAUNA.
CEM და მისი მეგობარი ნიკოლასი აღნიშნავენ, რომ HERRENSAUNA არ ყოფილა მორიგი ტექნო პლატფორმის შექმნის მცდელობა. ეს უფრო მეტად სპონტანურ განცდებზე დაფუძნებული კონცეპტი იყო, რომელიც საკლუბო ღონისძიებებით განებივრებულ ბერლინში ახალი, ინტიმური სივრცის შექმნას გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ღამე ძალიან ვიწრო წრეში ჩატარდა, დიდი ინტერესის გამო, იდეის ავტორები იძულებული გახდნენ, რომ HERRENSAUNA უფრო დიდ მასშტაბებში განეხორციელებინათ.
აქ არანაირი აკრძალვა არ არსებობს: შენ თავისუფალი ხარ და მოიქეცი ისე, როგორც გინდა. მთავარია სხვას არაფერი დაუშავო“ – მარტივი და გასაგები პრინციპი, რომელიც ამ წვეულებებს ახასიათებს, HERRENSAUNA-ს წარმატების მთავარი გასაღებია. CEM ამბობს, რომ ისინი არ ცდილობენ ბერლინის სხვა დიდ მუსიკალურ სერიებს მიბაძონ. პირიქით, აქცენტი 90-იანი წლების ესთეტიკასა და DIY კულტურაზე კეთდება, რაც კონცეპტს უფრო საინტერესოს და ავთენტურს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეს კონცეპტი ვიზუალურ და იდეოლოგიურ ელემენტსაც მოიაზრებს, ვერ უარვყოფთ, რომ ავთენტურობის განცდა დიდწილად მუსიკალურ მხარესთან არის დაკავშირებული. ამ ელემენტში კი CEM-ის როლი უმთავრესია. ტექნო მუსიკის, როგორც ადამიანებს შორის კომუნიკატორის როლი აქ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა:“ ტექნო ის ძაფია, რომელიც ამ ქალაქში (ბერლინი) მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. ვინაიდან ჩვენ ვართ გეები და გვიყვარს ტექნო, გვსურდა ამ ერთობის ფარგლებში შეგვექმნა ისეთი რამ, რაც ისევ ჩვენი ერთობის სიკეთეს მოხმარდებოდა.“ არტისტისთვის ბერლინში საცხოვრებლად გადასვლას კონკრეტული მიზანი ჰქონდა – მუსიკასთან პროფესიული ურთიერთობის დაწყება. CEM-ისთვის HERRENSAUNA-ს დაბადება მუსიკის სხვებისთვის გაზიარების საუკეთესო საშუალება იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში მისი მუსიკალური გემოვნება ზოგადად წვეულებების ხასიათის განმსაზღვრელი გახდა. მუსიკაში ის არასდროს ირჩევდა მარტივ გზას, თუმცა დროთა განმავლობაში მისმა ქარიზმამ ახალი მასშტაბები იპოვა – ის წარმატებულ და საინტერესო არტისტად ჩამოყალიბდა. ტექნოს, ჰაუსის და ბრიტანული მუსიკალური მემკვიდრეობისთვის დამახასიათებელი ხასიათი მის სეტებში მუდმივად ნათლად იკვეთება. შესაბამისად, ლოგიკური იყო, რომ CEM HERRENSAUNA-ს ფარგლებს გასცდა და სხვადასხვა საკლუბო სცენის კლუბებსა და ფესტივალებზე გამოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული სივრცე BASSIANI და HOROOM არის, სადაც ის მსმენელს პერიოდულად უზიარებს საკუთარ გემოვნებას. მისი კომპანიონი HECTOR OAKS იქნება, რომელიც კლუბის რეზიდენტი სწორედ 2018 წელს გახდა და ამის შემდეგ მისი ყოველი ვიზიტი ნამდვილ დღესასწაულს წარმოადგენს. მისი მუსიკალური პალიტრის კონკრეტულ ჟანრობრივ ჩარჩოში შემოსაზღვრა შეუძლებელია, რადგან მარათონული სეტების განმავლობაში მადრიდელი არტისტი მსმენელს უამრავ სიახლეს და უცხო ჩანაწერებს სთავაზობს. არტისტი სადებიუტო ალბომი ”AS WE WERE SAYING” წლის ბოლოს სწორედ BASSIANI RECORDS-ზე გამოიცა და ის კლუბის გარშემო განხორციელებულ მაისის მოვლენებს ეხმიანება. HERRENSAUNA-ს ოჯახის უცვლელი წევრია SPFDJ-იც, რომელმაც ლონდონში მოღვაწეობა ცნობილი კოლექტივთან UNIVERSE OF TANG-თან ერთად დაიწყო. ბრიტანეთში გატარებული წლების შემდეგ შემოქმედებითი საქმიანობის განსავითარებლად ის ბერლინში გადავიდა, რამაც მის კარიერა განსაკუთრებული გავლენა იქონია. მან დააფუძნა რადიო პროექტი CRANIAL HANDLES და წვეულებათა სერია POWER PLAY, რომელიც საშუალებას აძლევს საკუთარი არტისტული შეხედულებები მსმენელს მაქსიმალურად საინტერესოდ მიაწოდოს. HOROOM-ის ოთახში HERRENSAUNA-ს დამფუძნებელი წევრი და რეზიდენტი დიჯეი MCMLXXXV და KANCHELI დაუკრავენ. MCMLXXXV ბერლინის სცენაზე ჰედონისტური ორიენტაციის საკლუბო წვეულებებით და მრავალფეროვანი გემოვნებით ცნობილი არტისტია, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ასევე დაუკრავს ადგილობრივი სცენის გამორჩეული არტისტი KANCHELI, რომელიც თავის დიჯეი სეტებში როგორც დეტროიტის მემკვიდრეობას, ასევე ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებს ინახავს. არტისტის დიდი გამოცდილება და მუდმივ ინოვაციაზე აქცენტი მისი დაკვირს სტილს გამორჩეულად საინტერესოს ხდის. KANCHELI-ს კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში იქნა მიწვეული, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა.

00:00-03:00 SPFDJ
03:00-06:00 CEM
06:00-END HECTOR OAKS
00:00-04:00 MCMLXXXV
04:00-END KANCHELI