BASSIANI/HOROOM: 14.12.18

BASSIANI:BLAWAN | ZITTO | KANCHELI
HOROOM:PARISH SMITH | HUNTLEYS & PALMERS

14 დეკემბერს, BASSIANI-ის საცეკვაო მოედანი, ტექნო ტიტანად წოდებულ BLAWAN-ს უმასპინძლებს. ის ათი წელია დიჯეინგსა და პროდიუსინგში მოღვაწეობს სხვადასხვა სახელების მიღმა:Blawan, Bored Young Adults და Kilner. ხმის დიზაინერისა და უნიკალური მუსიკალური ესთეტიკის მქონე არტისტის თანაავტორობით შეიქმნა ორიგინალური ტექნო პროექტები KARENN და TRADE. მისი ტრეკები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა R&S, Clone, Hessle Audio და Hinge Finger. Roberts-ს ეკუთვნის ბრუტალური ნამუშევარი Why They Hide Their Bodies Under My Garage. BLAWAN-თან ერთად BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტები, დახვეწილი ტექნიკით გამორჩეული ლევან ცერცვაძე, იგივე ZITTO და DJ და პროდიუსერი KANCHELI დაუკრავენ. HOROOM-ის ოთახში შთამბეჭდავი დიჯეი სეტებით გამორჩეული PARISH SMITH და HUNTLEYS & PALMERS დაუკრავენ. PARISH SMITH გამოიცემა ისეთ ცნობილ ლეიბლებზე, როგორიცაა Dekmantel, LIES Records News, Contort Yourself. ბრიტანული პროექტი HUNTLEYS & PALMERS დიჯეინგის გარდა 2007 წლიდან ატარებს, ამავე სახელწოდებით, ივენთების სერიებს და მოღვაწეობს, როგორც ლეიბლი.


BASSIANI
00:00-03:00 ZITTO
03:00-06:00 PARRISH SMITH
06:00-END KANCHELI
HOROOM
00:00-04:00 COSMIC LOVE ROTATION
04:00-END HUNTLEYS+PALMERS