BASSIANI/HOROOM: 15.02.19

JEFF MILLS, KANCHELI, KVANCHI, IKA, MERCURRIO


„როდესაც მას პირველად მოვუსმინეთ, ეს გამაოგნებელი იყო… მისი ტექნიკა და უნარები იმდენად განსაკუთრებული იყო, რომ თვალს და ყურს არ ვუჯერებდით… ასე სწრაფად ამ ყველაფერს ვერავინ აკეთებდა“ – როდესაც ახალგაზრდა JEFF MILLS-მადეტროიტის ლეგენდარულ “CHEEKS“-ში დაუკრა, კლუბის წარმომადგენლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. აშკარა იყო, რომ დეტროიტ-ტექნოსმეორე ტალღა საიმედო ხელში იყო, რადგან ამ ტალღის ქიმზე ფუტურისტული მიდგომებით და ინოვაციებისკენდაუოკებელი სწრაფვით გამორჩეული არტისტი მოექცა.

როდესაც 80-იან წლებში THE ELECTRIFYING MOJO თავისი საკულტო რადიო-შოუთი ინდუსტრიული ქალაქის მუსიკალურ ხასიათს განსაზღვრავდა, MILLS საკუთარი რადიო გადაცემით კიდევ უფრო უცნობი და იგნორირებული ნამუშევრების დღის სინათლეზე ამოტანას ცდილობდა. სწორედ WDRQ რადიოში დაიბადა სამი ფირსაკრავით დაკვრის იდეაც, რაც მოგვიანებით მისი სამარკო ნიშანი გახდა: „თავდაპირველად მესამე ფირსაკრავი იმისთვის გამოიყენებოდა, რომ რაიმე ტექნიკური ხარვეზის დროს შემცვლელად გვქონოდა, თუმცა მე მისი უფრო აქტიურად გამოყენება დავიწყე, იმისთვის რომ უფრო კომპლექსური შთაბეჭდილება შემექმნა“.

 სწორედ მისი მულტიფუნქციონალურობა, რაც სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობების კარგად ცოდნასა და დაკვრის განსაკუთრებულ ტექნიკაში გამოიხატებოდა, THE WIZARD-ის დაბადების წინაპირობად იქცა. ეს “ჯადოქარი” კი მალე ტექნოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური კოლექტივის, UNDERGROUND RESISTANCE-ს საკვანძო ფიგურად იქცა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ UR-ს დაარსებამდე MILLS-ს თავის მუსიკალური გზა უკვე არჩეული ჰქონდა, რაც პირველ რიგში ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდებოდა, თუმცა ეს კავშირი თანდათან უფრო ფერმკრთალი გახდა და საბოლოო მან ჰიპ-ჰოპის ფესვებს გვერდი თავისი პროექტის FINAL CUT გამო აუარა. ეს პროექტი უფრო მეტად ჩიკაგოს ინდუსტრიული ჟღერადობით და ბელგიური EBM-ის გავლენით ხასიათდებოდა, თუმცა არავის დავიწყებია ტრადიციული დეტროიტ ტექნოს ჟღერადობა. ამ სინთეზის საუკეთესო რეპრეზენტაცია იყო 1990 წლის რელიზი DEEP INTO THE CUT, რომელიც გერმანულ ლეიბლზე INTEFISCH RECORDS გამოიცა. ეს ლეიბლი იმ პერიოდის დადაისტური მოძრაობით იყო შთაგონებული, რაც ძირითადად DIMITRI HEGEMANN-ის ხედვებით იყო განსაზღვრული. იგივე წელს პროექტის წევრებმა სოლო კარიერის გზა აირჩიეს, რამაც MILLS მაიკ ბენქსთან, იგივე MAD MIKE-თან დაახლოვა, რაც საბოლოოდ UNDERGROUND RESISTANCE-ს დაბადების წინაპირობად იქცა. როგორც UR-ს სახელით, ასევე სოლო პროექტების მეშვეობით, JEFF MILLS ტექნოს მთავარ მისიონერად და იდეოლოგად იქცა.

ამ მისიის შესრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეითავსა AXIS RECORDS-მა, რომელიც 1991 წელს დაარსდა და დღემდე მისი წამყვანი პლატფორმა, სადაც როგორც თავისი, ასევე სხვა საინტერესო არტისტების კომპოზიციებს ვხვდებით. არტისტს მუსიკის შექმნა არც ახალ ათასწლეულში შეუწყვეტია, პირიქით, ის ისეთივე აქტიურად არის ტექნოს მუსიკის ფორმირებაში ჩართული როგორც ყოველთვის იყო. მისი იდეების ცალკეულ ალბომებსა და კომპოზიციებზე დაყვანა სრულიად უსარგებლოა. MILLS დღესაც იმის სჯერა, რისიც ყოველთვის სჯეროდა და ამტკიცებდა: “ჩვენ ძალიან შორს ვართ… ძალიან შორს იმის გაგებისგან თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მუსიკის დახმარებით“. მისი თითოეული რელიზი თუ ცოცხალი შესრულება იმის მცდელობაა, რომ მუსიკის, როგორც მედიუმის შესაძლებლობები ბოლომდე გამოვლინდეს. ეს მიზანი არ იცვლება BASSIANI-ს ფარგლებშიც – მისია ყოველთვის ერთია

შემთხვევითი არ არის, რომ დეტროიტელ ჯადოქართან ერთად BASSIANI-ს რეზიდენტი არტისტი KANCHELI დაუკრავს. ამ უკანასკნელის მუსიკალურ პრიორიტეტებში კლასიკურ ტექნო ჟღერადობას და დეტროიტ ტექნოს ტრადიციებს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა. KANCHELI-სთვის 2018 წელიც განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION FESTIVAL, RA24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში იქნა მიწვეული, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება სიახლეებს და რისკებს, რაც BASSIANI-ზე ძალიან ხშირად დამტკიცებულა.

BASSIANI-ს ბაზაზე დაფუძნებული ლეიბლის, BASSIANI RECORDS-ის კურატორს და თბილისის სცენის გამორჩეული სელექტორს დიდი წვლილი მიუძღვის HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში, მაგრამ ის თავის სათქმელს ამჯერად კლუბის მთავარ სცენაზე იტყვის.

რაც შეეხება HOROOM-ის ოთახს, აქ IKA და MERCURRIO დაუკრავენ. იკა ბერძენიშვილი კლუბის სტაჟიან მსმენელს კარგად ახსოვს, როგორც დივერსიფიცირებული გემოვნების და საინტერესო სელექციის უნარის მქონე დიჯეი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საკლუბო სივრცეში მისი მოსმენა არც თუ ისე ხშირად არის შესაძლებელი, IKA-ს სეტები ყოველთვის განსაკუთრებულია – ის ხშირად გვერდს უვლის სტანდარტულ 4/4 რიტმს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ტრადიციების საუკეთესო ნიმუშებს უზიარებს. ბევრი წარდგენა არ სჭირდება MERCURRIO-ს, რომელიც HOROOM-ის ლოიალური სტუმრების საყვარელი დიჯეია. მუსიკის შერჩევის და მსმენელთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი MERCURRIO-ს ახალი თაობის გამორჩეულ დიჯეიდ აქცევს.


00:00-03:30 KANCHELI
03:30-07:30 JEFF MILLS
07:30-END KVANCHI
00:00-04:00 MERCURRIO
04:00-END IKA