BASSIANI/HOROOM: 15.11.19

BEN KLOCK, NEWA, KANCHELI, NDRX, BMI


Ben Klock-ის გარეშე თანამედროვე საკლუბო სივრცის წარმოდგენა შეუძლებელია. Berghain / Panorama Bar-ის რეზიდენტი, Ostgut Ton-ის ოჯახის წევრი, ლეიბლის Klockworks და აუდიო ვიზუალური პროექტ Photon-ის დამაარსებელი არტისტი შეიძლება ითქვას, რომ ტექნო სცენის ავანგარდში დგას და თავის სტანდარტებს ქმნის. ამის მოწმე BASSIANI-ს აუდიტორიაც ყოფილა, რაც მომავალი საკლუბო ღამისთვისაც სწორ მოლოდინს ქმნის. გერმანელი დიჯეი ხშირად აღნიშნავს, რომ მარათონული სეტების დაკვრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს მას შესაძლებლობა აქვს გააკეთოს ყველაფერი ის, რაც უნდა – მოასწროს მსმენელთან სრულყოფილი ურთიერთობა და საკუთარი თავის რეალიზება. მის გარდა, BASSIANI-ს საცეკვაო მოედნისთვის ტექნო სცენის კიდევ წარმატებული ფიგურა და ადგილობრივი სცენის სიამაყე NEWA დაუკრავს. კლასიკური მუსიკალური განათლების მქონე პროდიუსერი საკუთარ მუსიკას წარმატებით გამოსცემს ისეთ პლატფორმებზე, როგორიც არის: Bassiani Records, Klockworks, Semantica და ა.შ. Newa სისტემატიურად მონაწილეობს Ben Klock-ის მიერ დაარსებულ აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიაში Photon.

Hoorom-ის ოთახში Kancheli, NDRX და BMI დაუკრავენ – არტისტები, რომლებიც დღეს ქართული საკლუბო სცენის პრიორიტეტების განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი უკიდურესად ინდივიდუალისტი არტისტია, ერთ საცეკვაო მოედანზე საერთო სულისკვეთების შექმნა და შენარჩუნება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.


00:00-03:00 NEWA
03:00-08:00 BEN KLOCK
08:00-END KVANCHI
00:00-04:00 BMI
04:00-06:00 NDRX
06:00-END KANCHELI