BASSIANI/HOROOM: 16.11.18

16 ნოემბერს, ოცწლიანი გამოცდილების მქონე, ტექნო სცენის ვეტერანი არტისტები, DVS1 და FREDDY K დაუკრავენ.

მათი მაღალი კვალიფიციურობა მრავალმხრივი გამოცდილებით არის განაპირობებული: ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის მანძილზე აწყობდნენ ანდერგრაუნდ ფართებს, აგროვებდნენ ფირფიტებს, დაინტერესებული იყვნენ დიჯეინგითა და ხმის რეჟისურით.

მუსიკისადმი დიდი სიყვარულით და ინდივიდუალიზმის დაუღალავი ძიებით სრულყოფილ საშემსრულებლო ტექნიკას მიაღწიეს.

ხანგრძლივი სეტებით გამორჩეული DVS1, იგივე Zak Khutoretsky ფლობს ლეიბლებს Hush-სა და Mistress Recordings-ს. BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტის სტატუსით კი უკვე მეორედ წარსდგება მსმენელის წინაშე.
მრავალფეროვნი მუსიკალური გემოვნებით გამორჩეული, FREDDY K-ის სეტები დატვირთულია ტექნოს ყველა მიმდინარეობით.
HOROOM-ის ოთახი კი ლოკალური სცენის გამორჩეულ არტისტებს, წარმატებული პროექტების ავტორ HVL-სა და HAMATSUKI-ის უმასპინძლებს.


Please Login to buy tickets